ბეწვის ინდუსტრია ხშირად გვხდება რეკლამებში და ბევრი ადამიანი ოცნებობს ან უკვე ატარებს ბეწვის ქურქს. მაგრამ ისინი არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ იყო მოპოვებული ეს ბეწვი.

სისასტიკე ფერმებში

ბეწვის ფერმები

მელია პატარა გალიაში

ბეწვის ფერმები მიისსწრაფვიან იმისკენ რომ შეამცირონ ხარჯები, ამიტომ ცხოველების ყველაზე სასტიკ მკვლელობის მეთოდებს იყენებენ. მათი მიზანია არ დააზიანონ ქურქი. ცხოველებს ხოცავენ ელექტროდენით, ახრჩობენ, წამლავენ.

ბეწვის ქურქების წარმოების ყველაზე დიდი ნაწილი ჩინეთს ეკუთვნის. ყოველწლიურად აზიაში ხოცავენ 2 მილიონზე მეტ კატას და ძაღლს ბეწვეულის ინდუსტრიისთვის.

ბეწვის ჩინური ფერმები ნამდვილი ჯოჯოხეთია ცხოველებისთვის. მელიები, ენოტები, ნორკები ცხოვრობენ ვიწრო საკანებში სადაც იატაკის მაგივრად არის მეტალის ბადე რომელიც მათ თათებს უზიანებს. ისინი სუნთქავენ ბინძური ჰაერით, რომელიც მოწამლულია მათი ნარჩენების მავნე ანაორთქლებით. ეს ჯოჯოხეთი სრულდება ცხოველების მკვლელობით.

ბეწვის ქურქი რომელიც ქალმა საჩუქრად მიიღო ან თვითონ შეიძინა – ძალიან ძვირია. მისი ფასია ათასობით დოლარი, ტანჯვის და სასოწარკვეთის ტონა, ტყავის კილომეტრები. თუ ყველა ადამიანი რომელის იცვამს ბეწვის ქურქს გაიგებს იმ საწყალი ცხოველების ყვირილს, შეიგრძნობს იმ ტკივილს, ნახავს იმ სასტიკ მკვლელობას, ბეწვის ინდუსტრიას ბოლო მოეღება.

ალტერნატივა

ხელოვნური ბეწვის ქურქებიჩვენს დროს არსებობს უამრავი სხვა ქსოვილი, ხელოვნური ბეწვი, ტყავი და ახალი ტექნოლოგია თბილი და კომფორტული ქურთუკების და ქურქების შექმნისთვის. არ არსებობს არანაირი საჭიროება ამისთვის ცხოველი დაიტანჯოს.

მაგალითად წინა წელს Gucci-მ ამოიღო წარმოებიდან კოიოტის, ძაღლის, წაულას, მელიისა თუ სხვა ნებისმიერი ცხოველის ბეწვი.

2016 წელს, Giorgio Armani-მ განაცხადა, რომ გარემოსა და ცხოველთა სამყაროს დაცვის მიზნით, მისი ბრენდები ბეწვეულს აღარ გამოიყენებდნენ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს ასეთმა ბრენდებმა, როგორც: Vivienne Westwood, Calvin Klein და Ralph Lauren.