ყოველწლიურად მილიონობით ცხოველზე ტარდება სასტიკი ექსპერიმენტები, ხშირ შემთხვევაში ანესთეზიის გარეშე. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ტანჯავენ უსუსურ არსებებს, იმისთვის რომ გამოუშვან თავის მოვლის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, დეკორატიული კოსმეტიკა და ა.შ.

მაგრამ ახლა არსებობს ბევრი მწარმოებელი, რომელიც იყენებს ალტერნატიული ტესტირების მეთოდებს. მოთხოვნა ქმნის წინადადებას, ამიტომ მნიშვნელოვანია უარი ვთქვათ არაეთიკურ პროდუქციაზე. 🐇

არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ cruelty free/vegan კოსმეტიკის არჩევისას. ეს არის ეთიკური სერტიფიკატების შემოწმება, PETA-ს სია და სხვა. დაწერეთ კომენტარებში +, თუ გინდათ პოსტი ეთიკური სერტიფიკატების და მათი მნიშვნელობების შესახებ.

🐇პირველ რიგში გვინდა აგიხსნათ, რა განსხვავებაა cruelty free და vegan კოსმეტიკური საშუალებების შორის.

  • “Cruelty-Free” ნიშნავს, რომ პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე.
  •  “Vegan” – არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს (ცწი).

არა ცხოველებზე ტესტირებასკოსმეტიკა ტესტირების გარეშევეგანური კოსმეტიკა

შესაბამისად, პროდუქტი შეიძლება იტესტებოდეს ცხოველებზე და არ შეიცავდეს ცწი-ს და პირიქით. ეს განსხვავება ნათლად ნაჩვენებია სურათებში.