სერთიფიკატი (ლეიბლი, ლოგოტიპი) – არის გამოსახულება, რომელიც დატანილია კოსმეტიკური / საყოფაცხოვრებო პროდუქტის შეფუთვაზე, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ. სერტიფიცირების ორგანიზაციის სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ასეთი ნიშნები იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროდუქტი:

  • არ იყო ტესტირებული ცხოველებზე;
  • არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს (ცწპ);
  • წარმოებულია ორგანული ინგრედიენტებისგან.

რა განსხვავებაა Cruelty free და Vegan შორის?

რისთვის არის საჭირო სერტიფიკატები?

ეთიკური კოსმეტიკაამჟამად, არც ერთ ქვეყანაში არ არის მთლიანად აკრძალული კოსმეტიკის და საყოფაცხოვრებო საშუალებების გაყიდვა, რომლებიც შეიცავენ ცხოველებზე დატესტილ ინგრედიენტებს.

ნებისმიერმა კოსმეტიკურმა კომპანიამ შეიძლება განაცხადოს, რომ მისი პროდუქცია ცხოველებზე არ არის შემოწმებული. მაგრამ ამავე დროს დაფარავს იმ ინფორმაციას, რომ ტესტირება ხორციელდება შუამავალი ლაბორატორიების მიერ, მიმწოდებლის მიერ, ან როდესაც პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე გადის.

ამიტომ, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სერთიფიკატები ერთადერთი გარანტიაა, რომ ცხოველებზე ტესტირება არ ხორციელდება მიწოდების არც ერთ ეტაპზე.

მნიშვნელოვანია რომ პროდუქტზე იყოს არსებული სერტიფიკატი და არა უბრალოდ ლოგოტიპი ბაჭიის გამოსახულებით. ხშირ შემთხვევაში ეს არის კომპანიის მარკეტინგი. იმისთვის, რომ მიხვდეთ ნამდვილია თუ არა სერტიფიკატი, აუცილებელია გაეცნოთ არსებულ ლოგოტიპებს.

სერტიფიკატების სია

ეთიკური სერტიფიკატები

ორგანიზაციების კეთილსინდისიერება

ყველა ორგანიზაციიდან, რომელიც სასტიკად კრძალავს ცხოველებზე ტესტირებას, ყველაზე არაკეთილსინდისიერად შეიძლება PETA ჩავთვალოთ. იმისათვის, რომ მოხვდეთ PETA-ს თეთრ სიაში, საჭიროა მხოლოდ ოფიციალური წერილის მიწერა, სადაც წერია, რომ არც კომპანია, არც მწარმოებელი, არც შუამავალი ლაბორატორია არ ტესტავს ინგრედიენტებს და პროდუქტებს ცხოველებზე.

ასეთი ორგანიზაციები, როგორც CCF, BDIH, [Cruelty Free international] и IHTN უფრო მკაცრად ამოწმებენ კომპანიებს წარმოების და მიწოდების ყველა ეტაპზე.

ყველაზე მკაცრი პოლიტიკა აქვს IHTN (გერმანული საზოგადოება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ). მათი სერტიფიკატი აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლების არ ტესტავდნენ პროდუქციას და ინგრედიენტებს თავად ან მესამე პირების დახმარებით 1979 წლის 1 იანვრიდან.

ეთიკური კოსმეტიკის სიები

ცხოველებზე ტესტირებაარსებობს უამრავი სია იმ კოსმეტიკის, რომელიც არ ტესტირდება ცხოველებზე. ჩვეულებრივ, ასეთ სიები შეიცავენ განზრახ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც წყაროც არ აქვს მითითებული. ზოგიერთ შემთხვევაში, წყაროს წარმოადგენს მწარმოებლის ვებსაიტის განცხადება ან კომპანიის ოფიციალური წერილი. ამ შემთხვევაშიც კი, სიაში არსებული ინფორმაცია დროთა განმავლობაში არააქტუალური ხდება.

გამონაკლისია ამ ორგანიზაციების ოფიციალური სიები: