ბევრ ვეგატარიანელს, რომელიც კვერცხი გამორიცხა რაციონიდან აინტერესებს, რითი შიძლება კვერცხის შეცვლა დესერტებში?

არსებობს ბევრი შემცვლელი, მაგალითად ბანანის პიურე, სელის თესლი, ჩია. დიახ, ამ ვარიანტებთან ერთად ცომი ხდება უფრო შეკრული. მაგრამ ისინი ვერ შეცვლიან ათქვიფულ კვერცხის ცილას, რომელსაც იყენებენ სუფლეს, მუსების, ბისკვიტების, მაკარონსის, და ზეფირის მომზადებისთბის.

გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს ასეთი რამ, როგორც აკვაფაბა!

შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სქელი ბულიონი, რომელიც რჩება პარკოსნების მოხარშვის შემდეგ (ძირითადად გამოიყენება მუხუდო). იგი შეიცავს ბევრ პროტეინს, ამიტომ შეგიძლიათ ათქვიფოთ, როგორც კვერცხის ცილა.

1 კვერცხი = აკვაფაბას 30-40 მლ ან 2-2,5 სუფრის კოვზი.

როგორ მოვამზადოთ?

საკმაოდ მარტივია მომზადება, მაგრამ ყველაფერს გამოცდილება უნდა. თუ პირველივე ცდიდადნ არ გამოგივიდათ, არ დანებდეთ.

დაალბეთ 1 ჭიქა მუხოდო თბილს წყალში 10-12 საათით. შემდეგ ახალი წყალი დაასხით ისე რომ, წყალმა  დაფაროს მუხუდო 2 თითზე. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც მუხუდო მზად იქნება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნელ ცეცხლზე დატოვეთ მიღებული „ბულიონი“, სანამ დაახლოებით 200 მლ. არ დარჩება.

გაფილტრეთ მიღებული წყალი საცერის დახმარებით და გააცივეთ დამივარში. ამის შემდეგ შეგიძლიათ ათქფვიფოთ მიქსერით ისევე, როგორც კვერცხის ცილა.