ეს უგემრიელესი ბანანის კექსი ან როგორც ინგლისურად ეძახიან Banana Bread არის ძალიან არომატული. მისი მომზადება ადვილია. რა თქმა უნდა სამარხვოა, ფუმფულა ნამცხვარი კვერცხის გარეშე მზადდება. ეს ვეგანური კექსი ქიშმიშით დაამშვენებს თქვენს საღამოს ან უქმ დღეს. ძალიან ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ შეჭამო მთლიანად.
ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი – 300 გრ (3 საშუალო ზომის).
- ნუშის რძე (ან სხვა მცენარეული რძე) – 150 მლ.
- მცენარეული ზეთი (მე ვიყენებ ქოქოსოს) – 50 მლ.
- დამატკბობელი – 15 ფინიკი.
- შვრიის ფქვილი – 300 გრ.
- სოდა – 0,5 ჩაის კოვზი.
- ქიშმიში – 150 გრ.
- ვანილი, დარიჩინი.
მომზადება:
- მოამზადეთ შვრიის ფქვილი. ამისთვის დააბლენდერეთ ხანგძლივი მომზადების შვრია. ჩაალბეთ ფინიკი და ქიშმიში ცხელ წყალში. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- ფინიკი მოათავსეთ ბლენდერში და დაუმატეთ ცოტა წყალი. თუ ბლენდერი არ გაქვთ, გამოიყენეთ ჩანგალი.
- ბანანისგან გააკეთეთ პიურე ჩანგლის დახმარებით. დაამატეთ ფინიკის პიურე, ნუშის რძე და ზეთი. კარგად შეურიეთ. დაამატეთ სოდა.
- დაამატეთ ვანილი, დარიჩინი.
- ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ. ცომი უნდა გახდეს როგორც ცხიმიანი არაჟანი.
- ქიშმიში ამოავლეთ ფქვილში და დაამატეთ ცომში.
- ფორმაში ჩააწყვეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ცომი. მე გამოვიყენე მართკუთხედი ფორმა პურისთვის.
- მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში.
- მომზადებული ნამცხვარი გააცივეთ და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
უგემრიელესი მარტივი კექსი ბანანისგან მზადაა! აუცილედბლად გასინჯეთ. გააოცეთ ოჯახის წევრები და სტუმრები. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ნამცხვრის სურათები.
გირჩევთ წაიკითხოთ:
სამარხვო ვაშლის ნამცხვარი - უგემრიელესი რეცეპტი შაქრის და ფქვილის გარეშე
სტაფილოს ორცხობილა: გემრიელი, ხრაშუნა და სასარგებლო
ჯანსაღი სამარხვო ვაშლის ღვეზელი
ვაშლის კექსი თხილით - სამარხვო, გლუტენის და შაქრის გარეშე
უგემრიელესი ნატურალური ტკბილეული 2 ინგრედიენტისგან გამოცხობის გარეშე
არომატული ჯინჯერის ორხცობილა საახალწლო განწყობისთვის (Vegan)