უგემრიელესი ჯინჯერის ორცხობილები, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ! სანელებლების არომატი საახალწლო განყწობას შექმნის თქვენს სახლში. გთავაზობთ ყველაზე გემრიელ ვეგანურ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 1,5-2 ჭიქა ფქვილი (შეიძლება 1 უმაღლესი ხარისხის+1ცეხვილი);
  • 1 ჩაის კოვზი სოდა ლიმონის წვენთან;
  • 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
  • ½ ჭიქა მცენარეული ზეთი;
  • ½ ჭიქა ლერწამის შაქარი (ან ჩვეულებრივი, თუ ვერ იშოვით);
  • სანელებლები: დაფხვნილი ჯინჯერი, ჯავზის (მუსკატის) კაკალი, დარიჩინი, მიხაკი, სურნელოვანი წიწაკა (შეურიეთ ერთმანებთ სასურველი პროპორციებით და გამოიყენეთ სავსე სუფრის კოვზი).

მომზადება:

ცომიპატარა ქვაბში შევურიოთ ერთმანეთს წყალი, შაქარი და ზეთი. გავაცხელოთ, მაგრამ ადუღებამდე არ მივიყვანოთ.

მშრალ ჯამში დავამატოთ ფქვილი (1,5 ჭიქა, თუ საჭირო იქნება მერე დანარჩენიც დაამატეთ). დავამატოთ სოდა ლიმონით, გამაფხვიერებელი, სანელებლები. შევურიოთ გაცხელებული შაქრის და ზეთის მასა. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, ცოტა ფხვიერი.

ფიგურების ამოჭრაშევდგათ მაცივარში 30-40 წუთით. გამოვიღოთ და 10 წუთით დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე.

გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ სასურველი ფიგურები და დავაწყოთ ფორმაზე (ჩააფინეთ ქაღალდი ან წაუსვით ზეთი).

გამოვაცხოთ 180 გრადუზე 8-15 წუთი, სანამ ორცხობილას ფერი არ გაუჩნდება.

მზადაა! გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის ავტორი K. Dulaeva