დღეს გაგიზიარებთ უგემრიელესი ბრაუნის რეცეპტს. ყველაზე კარგი ის არის რომ მას არ უნდა გამოცხობა! ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ეს დესერტი. პირველად ვერც მიხვდნენ, რისგან იყო გაკეთებული. ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ კარგი სტაციონალური ბლენდერი.ბრაუნი კანფეტები

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • შვრია – 30 გრ;
  • ფინიკი – 260 გრ;
  • სტაფილო – 2 ცალი;
  • დაფქული ნუში – 60 გრ;
  • ნიგოზი – 100 გრ;
  • კაკაო ან კერობი – 60 გრ.

როგორ მოვამზადოთ ბრაუნი?

  • შვრია და ფინიკი ჩაყარეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი
  • დაამატეთ სტაფილო და კიდევ ჩართეთ ბლენდერი
  • დაამატეთ ნუში, ნიგოზი და კაკაო. დააქუცმაცეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება
  • ამის შემდეგ გადაიტანეთ ტაფაზე და მიეცით ბრაუნის ნამცხვარის ფორმა ან გააკეთეთ ბურთულები, როგორც მე.
  • შედგით მაცივარში მინიმუმ 15 წუთით, მაქსიმუმ 2 საათით. გამოიღეთ, დაჭერით და მორთეთ ქოქოსის ფანტელით ან მოაყარეთ კაკაო.

ეს სამარხვო ბრაუნი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლო! ეს არის ენერგიით სავსე კანფეტები. აუცილებლად მოამზადეთ! ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივი კანფეტები 2 ინგრედიენტისგან.