სამარხვო ვაშლის ნამცხვარი – იდეალური რეცეპტი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ! ეს დიეტური ნამცხვარი არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, ფქვილს, კვერცხს. უგემრიელესი და სასარგებლო დესერტია, რომლითაც შეგიძლიათ ოჯახის წევრები და სტუმრები გააოცოთ.

ვაშლის ნამცხვარი

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • ვაშლი – 4 ცალი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • აგარ-აგარი*
  • დარიჩინი
  • ფინიკი – 200 გრ
  • ნიგოზი – 200 გრ.

*აგარ-აგარი არის ჟელატინის მცენარეული შემცვლელი. თბილისში შეგიძლიათ ვაგზალზე პასაჟში შეიძინოთ.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი?

  • პირველ რიგში გააკეთეთ ვაშლის პიურე და ნახეთ რამდენი გამოგივიდათ. 1 ჭიქას ვაშლის პიურეს სჭირდება 2 ჩაის კოვზი აგარ-აგარი. მე გამომივიდა 2 ჭიქა ამიტომ დავუმატე 4 ჩაის კოვზი, ლიმონის წვენი და დარიჩინი გემოვნებით.
  • ვაშლის პიურე დადგით ნელ გაზზე 15 წუთით, დრო და დრო აურიეთ.
  • ფინიკი და ნიგოზი დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება
  • ნამცხვრის ფორმაში ჩადეთ ქაღალდი გამოცხობისთვის და გაანაწილეთ მიღებული გინიკისგან და ნიგოზისგან მიღებული მასა თხელი ფენით
  • დაასხით ვაშლის პიურე ზემოდან და კაგრად გადაანაწილეთ
  • ჩადგით მაცივარში და დაელოდეთ სანამ გაცივდება
  • გამოიღეთ მაცივრიდან და დაჭერით დანით სასურველი ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ კაკაო, ქოქოსის ფანტელი, თხილი და ა.შ.

სამარხვო ვაშლის ნამცხვარი

ვაშლის ნამცხვარი მზადაა! ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი დესერტი. აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით!