სამარხვო ვაშლის შტრუდელი ლავაშით – მარტივი და გემიალური რეცეპტია. მოსამზადებლად დაგჭირდებათ 15 წუთი. ამიტომ ეს არის იდეალური ვარიანტი თუ უცებ მოგინდათ დესერტი და დრო არ გაქვთ მოსამზადებლად. ან თუ სტუმრები კარზე მოგადგნენ და სახლში არაფერი არ გაქვთ. „ნამცხვარი“ გამოდის ძალიან არომატული და ნაზი.

ვაშლის ნამცხვარი

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • ლავაში
  • ვაშლი
  • ქიშმიში
  • ნიგოზი (არ არის აუცილებელი)
  • დარიჩინი
  • თაფლი (არ არის აუცილებელი).

ინგრედიენტების რაოდენობას არ ვწერ რადგან თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენი დაგჭირდებათ. მე მქონდა ლავაშის ერთი ფირფიტა, 3 ვაშლი და 70 გრამი ქიშმიში.

როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი?

  • დავჭრათ ვაშლი, დავკეპოთ ქიშმიში და ნიგოზი, ჩავყაროთ ქვაბში და მოვთუშოთ ნელ გაზზე დარიჩინთან ერთად სანამ ვაშლი დარბილდება.
  • გავშალოთ ლავაში და გადავანაწილოთ ვაშლის შიგთავსი თხელი ფენით.
  • გავაკეთოთ რულეტი და შევახვიოთ სპეციალურ ქაღალდში გამოცხობისთვის, რომ არ გაშრეს.
  • გამოვაცხვოთ 10 წუთი 180 გრადუსზე. ბოლოს შეგიძლიათ 5 წუთით დატოვოთ ქაღალდის გარეშე.

უმარტივესი შტრუდელი მზადაა! ზემოდან შეგვიძლია მოვრთოთ კაკაოთი ან კერობით და თაფლით. გემრიელად მიირთვით! ასევე ნახეთ უგემრიელესი სამარხვო ბანანის კექსის რეცეპტი.