samarkhvo pechenia

შვრიის ორცხობილა – ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ორცხობილაა. ბევრი ცდის შემდეგ მე გამოვიყვანე იდეალური რეცეპტი და მინდა გაგიზიაროთ. ეს სამარცხვო ორცხობილა 45 წუთში მზადდება.

რბილი ორცხობილა არის უკვერცხო, უშაქრო და თეთრი რაფინირებული ფქვილის გარეშე. იდეალურია ბავშვებისთვის. აუცილებლად ჩართეთ თქვენი პატარები მომზადების პროცესში და ერთად გააკეთეთ საბავშვო პეჩენია.

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • 2 ბანანი
  • 50 გრამი ქიშმიში
  • 5 ფინიკი
  • მცენარეული ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • შვრიის ფქვილი – 100-120 გრამი
  • დარიჩინი – ½ ჩაის კოვზი

მარტივი ორცხობილა

როგორ მოვამზადოთ ორცხობილა?

  • გააკეთეთ პიურე ბანანებისგან და ფინიკებისგან ჩანგლის დახმარებით. შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ
  • ქიშმიში დაჭერით დანით და დაუმატეთ პიურეს
  • დაამატეთ ზეთი და ფქვილი და კარგად აურიეთ
  • დაასველეთ ხელები და მიეცით ორცხობილებს ფორმა. შეგიძლიათ ზევიდან მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი, მზესუმზირა, გოგრის თესლი, სეზამი, ყაყაჩოს თესლი და ა.შ.
  • გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

ამ ინგრედიენტებისგან გამომივიდა 15 შვრიის ორცხობილა. ძალიან ტკბილი, რბილი და ჯანმრთელი ჰერკულესის ორცხობილა. რაც მთავარია – მარტივი და სწრაფი.

shvriis orcxobila

რჩევები:

გამოიყენეთ ძალიან მწიფე „კოპლებიანი“ ბანანი, უფრო ტკბილი იქნება.

გამოიყენეთ მუქი ფერის ქიშმიში, რადგან ის ნატურალურია.

თუ ფინიკი არ არის რბილი, ჩაალბეთ წყალში ნახევარი საათით.

გამოიყენეთ ხანგძლივი მომზადების შვრია. დაფქვით ბლენდერში ან ყავის საფქვავში.

აუცილებლად სცადეთ მომზადება და გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი სურათები. გააზიარეთ ეს რეცეპტი, რომ თქვენმა მეგობრებმაც ნახონ.

herkulesis orcxobila