თუ გგონიათ რომ ნაყინის მომზადება ძნელია – ცდებით! ნაყინის რეცეპტები ბევრია, მაგრამ მე გაგიზიარებთ ყველაზე მარტივ და გემრიელ ვერსიას. ამ ნაყინის მომზადებისთვის არ დაგვჭირდება რძე, ნაღები ან რამე სპეციალური აპარატი. ეს რეცეპტი არის სამარხვო. დასაწყისისთვის მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგვჭირდება. ასევე დაგვჭრდება ძლიერი ბლენდერი, რომელსაც შეუძლია ყინულის ათქვიფვა.

ნაყინის მომზადება

რა ინგრედიენტები დაგვჭირდება?

  • 2 ბანანი
  • ნატურალური დამატკბობელი (თაფლი, ფინიკი, ქოქოსის შაქარი)
  • სხვა ინგრედიენტები სურვილისამებრ (ხილი, კენკრა, კაკაო, კერობი და ა.შ.)

როგორ მოვამზადოთ ნაყინი ბანანისგან?

  • დავჭრათ ბანანი და ჩავდოთ საყინულეში 2-3 საათით;
  • გამოვიღოთ ბანანი საყინულედან 15-30 წუთით:
  • ჩავაგდოთ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დამატკბობელი და სხვა ინგრედიენტები;
  • ნაყინი მზადაა! შეგიძლიათ მიირთვათ მომზადებისთანავე ან ცოტახნით საყინულეში გააჩეროთ.

ნაყინი ბლენდერში

მისი გემო ნამდვილად გაგაოცებთ. ეს არის ყველაზე გემრიელი ნაყინი, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ.

როგორც ადრე დავწერე, ეს არის ძირითადი რეცეპტი. თუ თქვენ გინდათ შოკოლადის ნაყინი, დაამატეთ კაკაო ან კერობი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ხილი, თხილი, მცენარეული რძე და გააკეთოთ თქვენი უნიკალური ნაყინი. გემრიელად მიირთვით და გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი!

სამარხვო ნაყინი