დღეს გავაკეთებთ ძალიან გემრიელ და სასარგებლო ნატურალურ კანფეტებს. იდეალურია ბავშვებისთვის და საერთოდ ყველასთვის, ვისაც უყვარს ტკბილეული. არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, კვერცხს, ფქვილს. მოამზადეთ და გააოცეთ სტუმრები. კენფეტების მომზადებას 10 წუთი დასჭირდება.
ინგრედიენტები:
- ნუში – 50 გრ*
- ხუმრის ჩირი – 100 გრ*
- ქოქოსის ფანტელი
*ამ ინგრედიეტებისგან გამოდის 10 საშუალო ზომის კანფეტი.
მომზადება
- სასურველია ჩაალბოთ ნუში 4-8 საათით სუფთა წყალში. ამის მერე კარგად გააშრეთ ან სულ ცოტა მოხალეთ.
- მოათავსეთ ხურმის ჩირი და ნუში ბლენდერში. ბლენდერი უნდა იყოს მძლავრი (სასრუველია 500 ვატი ან მეტი). თუ ბლენდერს გაუჭირდება ამ ინგრედიენტების ათქვიფვა, დაამატეთ ცოტა წყალი ან მცენარეული რძე.
- როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება დაასველეთ ხელები და სასურველი ზომის ბურთულები გააკეთეთ.
- ბურთულები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში. კანფეტები მზადაა!
კანფეტებში შეგიძლიათ დაამატოთ სუნელები, მაგალითად დარიჩინი, ჯავზის კაკალი, კარდამონი. ასევე შეგიძლიათ არა მარტო ქოქოსის ფანტელები გამოიყენოთ, არამედ კაკაო, კერობი. ამ შემთხვევაში კანფეტები სასიამოვნო შოკოლადის გემოს მიიღებენ.
*თუ არ გაქვთ ბლენდერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცსაკეპი.
ეს კანფეტი არის ბუნებრივად ტკბილი, ნაზი და სასარგებლო. აუცილებლად გასინჯეთ!
გირჩევთ წაიკითხოთ:
ვაშლის კექსი თხილით - სამარხვო, გლუტენის და შაქრის გარეშე
5 უგემრიელესი რეცეპტი შვრიასთან, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება
ძალიან გემრიელი და არომატული ბანანის კექსი - Vegan
შვრიის ორცხობილა - უშაქრო, უკვერცო, ვეგეტარიანული
კანფეტები „ბრაუნი“ გამოცხობის გარეშე - სამარხვო, უშაქრო, უკვერცხო
უგემრიელესი სამარხვო ბრაუნი - მარტივი და სასარგებლო რეცეპტი