სამარხვო ბრაუნი – ეს არის არა მატრო მარტივი და გემრიელი დესერტი, არამედ სასარგელოც! რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ რაფინირებულ შაქარს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. დღეს ჩვენ მოვამზადებთ ნამცხვარს თეთრი ლობიოს გამოყენებით. დიახ, არ გაგიკვირდეთ! თეთრი ლობიო ან მუხუდო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სამარხვო დესერტის დასამზადებლად. ბევრ ცილას შეიცავს ამიტომ სასარგებლოა ყველასთვის.

სამარხვო ბრაუნი

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი ბრაუნი?

ინგრედიენტები:

  • მოხარშული თეთრი ლობიო – 150 გრ
  • შვრიის ფქვილი – 50-70 გრამი
  • მწიფე ბანანი – 1 დიდი ან 2 პატარა
  • მცენარეული ზეთი (მაგ. ქოქოსის) – 30 მლ.
  • სოდა – ½ ჩაის კოვზი
  • ფინიკი – 10-15 ცალი (დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ტკბილი ნამცხვარი გინდათ)
  • ვანილი
  • კაკაო ან კერობი – 4-5 ჩაის კოვზი (დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე).

მომზადება:

  • დალბობილი თეთრი ლობიო მოხარშეთ და გაფცქვენით ჩენჩოსგან;
  • ბანანი, ფინიკი და თეთრი ლობიო კარგად დააბლენდერეთ ან დაარბილეთ ჩანგლით, დაამატეთ ვანილი;
  • სოდას შეურიეთ ცოტაოდენ ლიმონის წვენი და დაუმატეთ ცომს;
  • დაამატეთ ზეთი;
  • დაამატეთ კაკაო ან კერობი და შვრიის ფქვილი და კარგად აურიეთ, ცომი ინდა იყოს როგორც საშუალო ცხიმიანობის არაჟანი;
  • საცხობ ფორმას გვერდებზე წაუსვით ზეთი და ძირში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი;
  • ჩაასხით ცომი და შედგით გახურებულ 180 გრადუსზე ღუმელში 40-45 წუთით. შიგნით ნამცხვარმა ტენიანობა უნდა შეინარჩუნოს.

სამარხვო ბრაუნი მზადაა! შეგიძლიათ მდნარი შოკოლადი ან სხვა სასურველი ტოპინგი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი. ეს არა მხოლოდ გემრიელი დესერტია არამედ კალორიული და მსუყე საუზმე. ამ ნამცხვრის 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 9 გრამს ცილას, 8 გრამს ცხიმებს, 50,63 გრამს ნახშირწყლებს. მისი კალორიულობა 100 გრამზე შეადგენს 295 კკალ.

თუ გინდათ ბრაუნი ნაყინით, მაშინ აუცილებლად ნახეთ ამ ნატურალური და მარტივი ნაყინის რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო ბრაუნი