მცენარეული რძე სახლის პირობებში ძალიან მარტივად მზადდება. ამისთვის საჭიროა საბაზისო რეცეპტის ცოდნა, რის შემდეგ თქვენ შეძლებთ ამ სასმელისს ბევრი ვარიანტის მომზადებას.
ნაბიჯი 1⃣
ავირჩიოთ მთავარი ინგრედიენტი:
🔹ნუში;
🔹ნიგოზი;
🔹ქოქოსი (უმი ან ქოქოსის ფანტელი);
🔹თხილი;
🔹სეზამი;
🔹გოგრის თესლები;
🔹შვრია;
🔹კედრის კაკალი;
🔹სელის თესლი.
ასევე შესაძლებელია 1-2-3 ინგრედიენტის შეერთებაც.
ნაბიჯი 2⃣
როგორ მოვამზადოთ?
🔹ავიღოთ ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტის 1 ჭიქას (უნდა იყოს უმი).
🔹დავალბოთ 3 ჭიქა წყალში 6-8 საათით.
🔹გადავაქციოთ წყალი. ისევ დავუმატოთ 3 ჭიქა წალი და კარგად ავთქვიფოთ ბლენდერში. რაც უფრო ცოტა წყალი იქნება, მით უფრო ცხიმიანი და გაჯერებული იქნება რძე.
🔹გავფილტროთ საცერის ან დოლბანდის დახმარებით.
🔹დავამატოთ სასურველი ჯანსაღი დამატკბობელი (ფინიკი, ქოქოსის შაქარი და სხვ.) და კიდევ ერთხელ დავაბლენდეროთ.
ასეთი სასმელი 3-4 დღე ინახება მაცივარში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
ეს არის ძალიან გემრიელლი და სასარგებლო სასმელი ყველასთვის! იდეალური ვარიანტია ვეგანებისთვის და მათთვის ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. 🥛დაამატეთ დესერტებში და ნამცხვრებში, ყავაში ან უბრალოდ დალიეთ.