ფრიტატა ისპანახით არის ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი. მუხუდო არის მცენარეული ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო.

აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ სურათები და შთაბეჭდილებები.

ინგრედიენტები

  • მუხუდოს ფქვილი – 150 გრამი
  • წყალი – 250 მლ
  • ზეითუნის ზეთი – 3 სუფრის კოვზი
  • ისპანახი – 300 გრამი
  • მარილი (შეიძლება შავი მარილიც), პილპილი- გემოვნებით.

მომზადება

  1. შევურიოთ ერთმანეთს მუხუდოს ფქვილი, წყალი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. დავტოვოთ ნახევარი საათით.
  2. მოვთუშოთ ისპანახი ცოტაოდენ წყალთან ერთად მომზადებამდე. გადავასხათ ზედმეტი წყალი. (სურვილისამებრ დაუმატეთ ისპანახს 2 კბილი ნიორი).
  3. დავამატოთ ისპანახი მუხუდოს ცომში.
  4. გავაცხელოთ ტაფა ზეთით და დავასხათ მიღებული მასა. მოვხრაკოთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში და ამოვატრიალოთ (ჯობს თეფშის დახმარებით გააკეთოთ).
  5. მოვხრაკოთ მომზადებამდე.

ფრიტატა მზადაა! გემრიელად მიირთვით!

კერძს მოუხდება ვეგანური მაიონეზი, ტყემალი.