ტრადიციულად სალათი „შუბა“ თევზით მზადდება. მაგრამ ჩვენი კერძის მომზადებისას არც ერთი თევზი არ დაზარელბულა. ძალიან გემრიელი სალათი გამოდის, ამიტომ მოამზადეთ და გააოცეთ თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები.

ჩვენ შემოგთავაზებთ 2 ვარიანტს, ორივე ძალიან კარგია, ამიტომ აირჩიეთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ.

მარტივი

რეცეპტისთვის დაგვჭირდება ნორი (ზღვის მცენარე, რომელიც როლების მოსამზადებლად გამოიყენება).

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი ჭარხალი;
  • 2 სტაფილო;
  • ნორის ფურცლები — 2 ცალი;
  • კარტოფილი — 3 ცალი;
  • სამარხვო მაიონეზი;
  • კიტრის მწნილი — 3 ცალი (არ არის აუცილებელი).

სამარხვო შუბამომზადება:

  1. გარეცხეთ კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო და მოხარშეთ.
  2. გაფცქვენით მომზადებული ბოსტნეული და სათითაოდ გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  3. აიღეთ ფორმა ან თეფში და ზედაპირზე თანაბტად გადაანაწილეთ კარტოფილი. ზემოდან მოასხით და გადაანაწილეთ მაიონეზი.
  4. დაადეთ ნორის ფურცელი, და ცოტაოდენ წყალი დაასხით, რომ დარბილდეს.
  5. დაჭერით კიტრი პატარა ნაჭრებად და ნორის ზემოთ დააწყვეთ. წაუსვით მაიონეზი.
  6. კიტრზე მეორე ნორის ფურცელი დააწყვეთ და ისევე დაარბილეთ. ზემოდან გადაანაწილეთ სტაფილო, შემდეგ წაუსვით მაიონეზი.
  7. ბოლო ფენა იქნება გადანაწილებილი ჭარხალი და ზემოდან წასმული მაიონეზი. შედგით მაცივარში მინუმუმ 2 საათით.

დახვეწილი

ეს არის მეორე ვარიანტი და ჩვენი აზრით უფრო გემრიელი.

ინგრედიენტები:

  • 1 ბადრიჯანი;
  • ნორის ფურცლები — 3 ცალი;
  • 3 სტაფილო;
  • 2 ჭარხალი;
  • 3 კარტოფილი;
  • სოიოს სოუსი (არ არის აუცილებელი);
  • სამარხვო მაიონეზი.

მომზადება

ვეგანური სალათი

  1. მოხარშეთ ბოსტნეული. და სახეხზე გახეხეთ.
  2. ბადრიჯანი დაჭერით პატარა ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა და მოთუშეთ ცოტაოდენ ზეთში. ბოლოს დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ნორის ფურცლები და სოიოს სოუსი.
  3. ააწყვეთ სალათი ფენებით ნებისმიერი სასურველი თანმიმდევრობით. შეგიძლიათ ერთ დიდ თეფშზე ააწყოთ, ან პატარა ულუფებად, კულინარიული ფორმის დახმარებით.
  4. პირველი ფენა შეიძლება იყოს კარტოფილი ან ბადრიჯანი ნორით. ფენებს შუა არ დაგავიწყდეთ მაიონეზის წასმა. ბოლო ფენა იყოს ჭარხალი და მაიომეზი.

რა თქმა უნდა ეს სალათი არ არის დაბალკალორიული, ამიტომ როდესაც შეჭამთ, შემდეგ კარგად გაისეირნეთ 😀

გემრიელად მიირთვით!