ვეგეტარიანული შოკოლადის კანფეტები – ძალიან გემრიელი ტკბილეული, რომელიც იდეალურია ახალი წლის დღესასწაულისთვის. თქვენ შეგიძლიათ როგორც სუფრაზე დადოთ, ასევე ლამაზ შეფუთვაში აჩუქოთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. ჩვენ მოვამზადეთ 2 ვარიანტი.

შოკოლადის ტრიუფელიშოკოლადის ტრიუფელი სეზამთან

  • შავი ქლიავი – ½ ჭიქა
  • სეზამი ½ ჭიქა;
  • ნიგოზი – ½ ჭიქა;
  • გარჩეული მზესუმზირა – ¼ ჭიქა;
  • ქიშმიში – ¼ ჭიქა
  • ფინიკი – 5 ცალი
  • კაკაო ან კერობი – 1 ½ სუფრის კოვზი;
  • დარიჩინი – ¼ ჩაის კოვზი.

ქიშმიში, ფინიკი და შავი ქლიავი დავალბოთ წყალში. ცოტახანში გადავაქციოთ წყალი და გავაშროთ ჩირები.

სეზამი დავფქვათ ბლენდერში ან ყავის საფქვავში. დავაბლენდეროთ ნიგოზი, მზესუმზრა, ქლიავი, ქიშმიში და ფინიკი ერთად.

დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი წებოვანი მასა. მივცეთ ტრიუფელის ფორმა, ამოვავლოთ კაკაოში ან კერობში. შევდგათ მაცივარში 1-2 საათით.

ტრიუფელი მზადაა!

შოკოლადის კანფეტები ქოქოსითშოკოლადის კანფეტები ქოქოსით

  • ფინიკი – 12 ცალი;
  • ახალი ქოქოსი (გახეხილი სახეხზე) – 100 გ.;
  • ნუში ან ნიგოზი – 100 გ.;
  • ქოქოსის ზეთი – 1 ჩაის კოვზი;
  • კაკაო – 4 სუფრის კოვზი;
  • წყალი – 1 სუფრის კოვზი;
  • დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი.

დავაბლენდეროთ ინგრედიენტები და შევდგათ მაცივარში 10 წუთით. ამის შემდეგ მივცეთ სასურველი ფორმა. აუცილებლად მოამზადეთ და გააზიარეთ რეცეპტი თუ მოგეწონათ!

გემრიელად მიირთვით!