ფრიტატა ისპანახით არის ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი. მუხუდო არის მცენარეული ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო.
აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ სურათები და შთაბეჭდილებები.
ინგრედიენტები
- მუხუდოს ფქვილი – 150 გრამი
- წყალი – 250 მლ
- ზეითუნის ზეთი – 3 სუფრის კოვზი
- ისპანახი – 300 გრამი
- მარილი (შეიძლება შავი მარილიც), პილპილი- გემოვნებით.
მომზადება
- შევურიოთ ერთმანეთს მუხუდოს ფქვილი, წყალი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. დავტოვოთ ნახევარი საათით.
- მოვთუშოთ ისპანახი ცოტაოდენ წყალთან ერთად მომზადებამდე. გადავასხათ ზედმეტი წყალი. (სურვილისამებრ დაუმატეთ ისპანახს 2 კბილი ნიორი).
- დავამატოთ ისპანახი მუხუდოს ცომში.
- გავაცხელოთ ტაფა ზეთით და დავასხათ მიღებული მასა. მოვხრაკოთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში და ამოვატრიალოთ (ჯობს თეფშის დახმარებით გააკეთოთ).
- მოვხრაკოთ მომზადებამდე.
ფრიტატა მზადაა! გემრიელად მიირთვით!
კერძს მოუხდება ვეგანური მაიონეზი, ტყემალი.