ყველაზე საახალწლო-საშობაო სასმელი უალკოჰოლო ვარიანტში დიდებისთვის და ბავშვებისთვის – გლინტვეინი! არომატული სანელებლები დაგაყენებთ სადღესასწაულო განწყობაზე და გაჩუქებთ სითბოს ზამთრის სუსხიან დღეებში.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი ყურძნის წვენი;
  • 2 ჭიქა ალუბლის წვენი;
  • 2 ჭიქა წყალი;
  • 2 ფორთოხალი;
  • 2 მანდარინი;
  • სანელებლები გლინტვეინისთვის (დარიჩნის 3 ჩხირი, ბადიანის 1 ვარსკვლავი, 3 კარდამონი, 3 სურნელოვანი წიწაკა, მშრალი ან ახალი ჯინჯერი სულ ცოტა გემოსთვის, ერთი მუჭა ქიშმიში).

მომზადება:

  • შევდგათ დიდი ქვაბი საშუალო გაზზე, ჩავასხათ წვენები და წყალი.
  • დავამატოთ სანელებლები და გავაცხელოთ ადუღებამდე.
  • გავწუროთ 2 მადნარინის და 1 ფორთოხალის წვენი და ისევ გავაცხელოთ ადუღებამდე.
  • გამოვრთოთ გაზი და დავტოვოთ სასმელი 1,5-2 საათით.
  • შემდეგ საცერის ან დოლბანდის დახმარებით გავფილტროთ სასმელი. ისევ გაზზე დავდგათ, ჩავყაროთ დაჭრილი მეორე ფორთოხალი (და თუ გაქვთ გაყინული ალუბალი). გავაცხელოთ ადუღებამდე.

უგემრიელესი გლინტვეინი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

სურათის ავტორი:  K. Dulaeva