ოლივიე – საახალწლო სუფრის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სალათი. ჩვენ მოვამზადბთ უგემრიელეს ვეგანურ ვერსიას სახლში გაკეთებულ მაინონეზთან ერთად.

სამარხვო მაიონეზიმაიონეზის სოუსი:

  • 1 ჭიქა მოხარშული ან კონსერვირებული თეთრი ლობიო;
  • 3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი;
  • 2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი;
  • მარილი/პილპილი გემოვნებით.

ყველა ინგრედიენტი ჩავდოთ ბლენდერის ჯამში და კარგად დავაბლენდეროთ წყალის დახმარებით. წყალი დაამატეთ, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ. ოლივიესთვის დაგვჭირდება უფრო თხელი მასა, დაამატათ იმდენი წყალი, რომ ინგრედიენტები დაიფაროს.

ვეგეტარიანული ოლივიეოლივიე

  • მოხარშული კარტოფილი;
  • მოხარშული სტაფილო;
  • კიტრის მწნილი;
  • მწვანე ბარდა;
  • ავოკადო (არ არის აუცილებელი, მაგრამ ასე უფრო გემრიელი და ნოყიერი გამოდის);
  • მაიონეზის სოუსი.

დავჭრათ ინგრედიენტები პატარა კუბიკებად, დავამატოთ ბარდა და მაიონეზი. თუ თქვენ გაქვთ შავი ჰიმალაის მარილი, შეგიძლიათ ავოკადო დაამარილოთ.

ოლივიე მზადაა! გემრიელად მიირთვით!