ჰუმუსი არის მუხუდოს უგემრიელესი აღმოსავლური პასტა. მუხუდო არის მცენარეული ცილის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო, ამიტომ ეს კერძი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც.

ინგრედიენტები

ჰუმუსიმუხუდო იყიდება ბაზარზე წონით ან მარკეტებში.

  • მუხუდო – 500 გრ;
  • ლიმონის წვენი – 30 მლ;
  • ტაჰინი (სეზამის მარცვლების პასტა) – 120 გრ
  • 2 კბილი ნიორი (გამოტვეთ, თუ არ გიყვართ ნიორი);
  • მარილი – 1-2 ჩაის კოვზი;
  • არარაფინირებული ზეითუნის ზეთი.

უფრო სწრაფი შედეგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კონსერვირებული მუხუდო, რომელიც კარფურში იყიდება.

ტაჰინის შეძენა შეგიძლიატ “თურსაში”, ხანდახან კარფურში, გუდვილში, და ასევე ბიო მაღაზია “ორგანიკაში”. თუ ბლენდერი გაქვთ, ამ პასტას სახლის პირობებშიც მოამზადებთ, უფრო იაფიც გამოვა. გიტოვებთ ვიდეორეცეპტს:

მომზადება

ვეგეტარიანული რეცეპტიდაალბეთ მუხუდო 8-12 საათით თბილ წყალში (1,5 ლიტრში). შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა.
გადაასხით წყალი და კარგათ ამოავლეთ მუხუდო.

მოათავსეთ ქვაბში და 2 ლიტრი ცივი წყალი დაასხით.

მოხარშეთ ნელ ცეცხლზე სანამ მუხუდა კარგად არ დარბილდება.

მოხარშული მუხუდო მოათავსეთ ბლენდერში (დარჩენილი წყალი არ გადააქციოთ, შეინახეთ) და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები. დააბლენდერეთ. ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი წყლის ნახევარი ლიტრი.

ათქვიფეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ჰუმუსი მზადაა!

მოასხით ზეითუნის ზეთი და გააფორმეთ რამდენიმე მარცვალი მუხუდოთი და მწვანილით.