”ოქროს რძე” იმდენად სასარგებლო სასმელია, რომ ის ყოველდღე უნდა დალიოთ. ამ სასმელის მთავარი ინგრედიენტია კურკუმა. მაშში შედის უამრავი სასარგებლო ელემენტი, მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისთვის.

ოქროს რძე

რა სარგებლობა მოაქვს?

ეს სასმელი სასარგებლოა ყველასთვის. მას გააჩნია შემდეგი თვისებები:

  • ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ანტიკარცენოგენური თვისებები;
  • ქოლესტერინის დონის რეგულაცია;
  • საჭმლის მომნელებელ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება;
  • ღვიძლის დეტოქსიკაციის დახმარება;
  • ზედმეტი წონას დაკლების დახმარება და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება;
  • მეხსიერების და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება.

ოქროს რძე იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რადგან აძლიერებს იმუნიტეტს. დალიეთ სასმელი, თუ გრძნობთ, რომ გაცივდით. კურკუმა სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე. ეს არის ძალიან გემრიელი და ნატურალური გაციების საწინააღმდეგო საშუალება.

მომზადება

სასმელის მომზადებისთვის დაგვჭირდება:

  • 1 ჭიქა რძე (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, ან ძროხის, თუ ვეგანი არ ხართ);
  • კურკუმა – 1/2 – 1 ჩაის კოვზი (გორჩევთ დაიწყოთ ¼ ცაის კოვზით და ნელ-ნელა გაზარდოთ);
  • მწიკვი შავი პილპილი.

შავი პილპილის დახმარებით კურკუმა უფრო კარგად ითვისება ორგანიზმში.

ასევე შეგიძლიათ დაამატოთ:

  • ნატურალური დამატკბობელი (თაფლი, ტოპინამბურის, ქოქოსის, ნეკერჩხლის სიროფი) – 1 ჩაის კოვზი;
  • 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი;
  • მწიკვი ჯინჯერი, დარიჩინი ან ჯავზის კაკალი.

მომზადების პროცესი:

პატარა ქვაბში გააცხელეთ რძე კურკუმასთან და შავ პილპილთან ერთად. ადუღება არ უნდა. მიღებამდე დაუმატეთ დამატკბობელი და სხვა სანელებლები სურვილისამებრ.

როგორ მივიღოთ?

სასურველია ოქროს რძე მიიღოთ ძილის წინ. ის ხელს უწყობს ღრმა ძილს. მიიღეთ 40 დღე. ასეთი კურსი შეგიძლიათ წელიწადში ორჯერ ჩაიტაროთ.