ქალების და კაცების ფიზიოლოგია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ მეტაბულური პროცესების სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ქალებს მენსტრუალური ციკლი აქვთ, რომელიც ყოველთვიურად ამზადებს მათ ჩასახვისთსის, მოგვიანებით კი მენოპაუზისთვის. ეს ნიშნავს რომ ქალის რაციონი უნდა იყოს სწორი და დაბალანსებული.

პროდუქტების ჩამონათვალი

ეს არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვანოთ რაციონში, რომ გააუმჯობესოთ და მხარი დაუჭიროთ თქვენს ქალურ ჯანმრთელობას.

მწვანილი

მწვანილი მდიდარია რკინით. ასევე ეს არის კალციუმის ნატურალური წყარო, რომელიც ჩვენს ძვლებს ეხმარება. ამას გარდა მწვანილი შეიცავს დიდი რაოდენობით მანგანუმს, K-ვიტამინს, С-ვიტამინს და ფიტონუტრიენტებს. დაამატეთ რაციონში მეტი ისპანახი, კინძი, ოხრახუში, მწვანე სალათი, კეილი და ა.შ.

მწვანილი

მთელი მარცვლეული

ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი, კინოა, ცეხვილი პური. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ეს პროდუქტები, რადგან ისინი დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. როდესაც კუჭ-ნაწლავი სუფთაა და იდეალურად მუშაობს, თქვენ უკეთ გრძნობთ თავს, არ გაწუხებთ მეტეორიზმი და შეკრულობა.

თხილეული

თხილეული არის ვიტამინების, მინერალების და ჯანმრთელი ცხიმების ერთ-ერთი ყველაზე კარგი წყარო. დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ტვინის ფუნქციონირებაზე. მაგალითად ნუში შეიცავს მანგანუმს და კალციუმს, რომელიც ამაგრებს ძვლებს. ნიგოზი არის ომეგა-3 წყარო. ამიტომ ყოველდღე მიირთვის ერთი მუჭა თხილი. აუცილებლად დაალბეთ, რომ მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ.

მოცვი

სეზონის დროს აუცილებლად დაამატეთ რაციონში მოცვი. ის დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა, რადგან შეიცავს შესაბამისს ნივთიერებას. ასევე ის ხელს უშლის მეხსიერების დაქვეითებას, არეგულირებს წნევას. ასევე დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და გვეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში.

მოცვი

შვრია

დაიწყეთ დილა შვრიის ფაფით. ის უნდა უყოს ხანგძლივი მომზადების, და არა სწრაფი. შვრია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ქოლესტერინის ოპტიმალური დინე, რადგან მდიდარია უჯრედისით.

პომიდორი

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რომ პომიდორი ამცირებს მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს. ასევე ის სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.

ბანანი

შეიცავს კალიუმს, რომელიც ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ბანანი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის და შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს.

ифтфтш

ბროკოლი

ეს არის უკიკალური პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და უჯრედისს. ასევე ის გვეხმარება შევამციროთ ონკოლოგიის განვითარების რისკი. სწორად მომზადებული ბროკოლი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.

ვაშლი

სეზონური ვაშლი შეიცავს ანტიოქსიდანტს – კვერცეტინს, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს შეებრძოლოს დაავადებებს.

სელის თესლი

სელის თესლი არის ომეგა-3, უჯრედისის და ლინგანების წყარო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი ქალების ჯანმრთელობისთვის. სელის თესლი გვეხმარება შევამციროთ ტკივილები მენსტრუაციის დროს და პმს-სის გამოვლენები. არ იცით როგორ მიიღოთ სელის თესლი? მაშინ მოამზადეთ ძალიან გემრიელი სელის ფაფა.

სელის თესლი

ავოკადო

კიდევ ერთი სუპერპროდუქტი, რომელიც არის კარგი ცხიმების წყარო. ამას გარდა ის შეიცავს კალიუმს, მანგანუმს, ვიტამინებს B6, E и K.

მუქი შოკოლადი

აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი მაღაზიის შოკოლადი უამრავი შაქრით შემადგენლობაში, არამედ ხარისხიანი შოკოლადი, სადაც კაკაო მარცვლების შემადგენლობა 55% მეტია. ასეთი შოკოლადი იაფი არ ღირს, მაგრამ შეგიძლიათ შეიძინოთ სასარგებლო პროდუქტი და ცოტ-ცოტა ჭამოთ. მუქი შოკოლადი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ინსულტის და გულის სხვა დაავადებების განვითარების რისკს. ასევე ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სასარგელო არიან კანისთვის, წნევისთვის და მეხსიერებისთვის.

წყალი

წყალი არის ქალის (და არა მარტო ქალის, ყველას) საუკეთესო მეგობარი. წყლის სათანადო რაოდენობა დღეში უნდა გახდეს თქვენი რიტუალი. ის დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში, ხელს შეუწყობს კანის ჯანმრთელობას და უფრო მეტ ენერგია მოგცემთ!

დაბალანსებული კვება

რა თქმა უნდა არსებობს კიდევ ბევრი სხვა სასარგებლო პროდუქტი ქალებისთვის. ეს არის მათი მცირე რაოდენობა. ეცადეთ თქვენი რაციონი იყოს დაბალანსებული და განსხვავებული პროდუქტებისგან შედგებოდეს.

შეადგინეთ რაციონი მთელი პროდუქტებისგან. თუ გინდათ შეინარჩუნოთ ჯანმთელობა, სილამაზე და ახალგაზრდობა ერიდეთ რაფინირებულ და მზა პროდუქტებს, ჭამეთ მეტი ბოსტნეული და ხილი.