ვეგეტარიანელობა არ არის მოდა. ამ არჩევნის გაკეთებისთვის არსებობს უამრავი მიზეზი და დღეს ჩვენ წარმოგინდენთ 5 ყველაზე ხშირს:
ეთიკური
მილიარდობით ცხოველი იხოცება ყოველ წელს, რომ დაამკაყოფილდეს ადამიანის ჩვევები. უმრავლესობა იზრდება არაადამიანურ პირობებში. ცხოველი არის უბრალოდ გასაყიდი ერთეული და არა ცოცხალი არსება. ცხოველები იზრდებიან სასტიკ პირობებში და ძალიან იტანჯებიან. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ ამბობენ უარს ხორცის ჭამაზე. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ცხოველი იმისთვის იზრდება, რომ ადამიანმა ჭამოს უყურეთ ფილმებს:
“დედამიწელები” (Earthlings)
Dominion (2018)
ჯანმრთელი გული
ნაჯერი ცხიმები, რომლებიც პირველ რიგში ხორცსა და რძის პროდუქტებში არის დიდი რაოდენობით, ცუდი ქოლესტერინის დონეს ზრდიან. ამის გამო იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი.
როდესაც ხორზე ამბობთ უარს, გულსისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი ავტომატურად მცირდება.
მაღალი არტერიული წნევის დაწევა
ვეგეტარიენელებს და ვეგანებს უფრო იშვიათად აწუხებთ ჰიპერტონია, ვიდრე ხორცისმჭამელებს. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალი Public Health Nutrition.
მკვლევარების თქმით ეს განპირობებულია მათი დაბალი საშუალო სხეულის მასით, და დიეტაში დიდი რაოდენობით ხილის და ბოსტნეულის არსებობით.
კიბოს პროფილაქტიკა
2002 წელში მკვლევარებმა ლომა ლინდას უნივერსიტეტიდან დაიწყეს 10-წლიანი გამოკვლევა, რომელშიც იღებდა მონაწილეობას 70 000 ათასი მე-7 დღის ადვენტისტი. ამ რელიგიოზური დოქტრინის მიმდევარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – ხორცზე უარის თქმა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ვეგეტარიანულ დიეტას და ყველა ტიპის კიბოს გაჩენის რისკის შემცირებას შორის. პირველ რიგში ეს ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძუძუს და მენჯის ღრუს ონკოლოგიას.
მეტი ენერგია
ყველა ვეგეტარიანელი/ვეგანი აღნიშნავს, რომ ცხოვრების ახალმა წესმა უფრო მეტი ენერგია მოუტანა. ორგანიზმი აღარ ხარჯავს ენერგიას მძიმე ცხოველური პროდუქტების მონელებაზე. ვეგეტარიანელეტი არ არის სუსტები, ეს არის მითი. პირიქით ისინი უფრო გამძლე და ენერგიულები არიან.
თქვენი სხეული არის ტაძარი და არა საფლავი.