ავოკადო არის ნაყოფი, რომელიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ ლატეტუდებში იზრდება. სამშობლო არის მექსიკა და ცენტრალური ამერიკა. ნაყოფს აქვს მსხლის ფორმა ან მრგვალი ფორმა, მყარი კანი და კრემისებრი შიგთავსი.

ავოკადოს გარეგნული შესახედაობა ჯიშზეა  დამოკიდებული. ფერი შეიძლება მერყეობდეს მწვანედან შავამდე. კანი იყოს თხელი და გლუვი, სქელი და უხეში.

ავოკადოს კალორიულობა და შემადგენლობა

ავოკადოს ჭამაავოკადო შეიცავს ფოლის მჟავას და ბოჭკოს.
ნაყოფს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი – 2.
100 გრამი ავოკადო – 160 კკალ.
ვიტამინები ყოველდღიური ნორმის %:
К – 26%;
B9 – 20%;
В5 – 14%;
B6 – 13%;
T – 10%.
მინერალური ნოვთიერებები ყოველდღიური ნორმის %:
კალიუმი – 14%;
სპილენძი – 9%;
მაგნიუმი – 7%;
მანგანუმი -7%;
ფოსფორი – 5% .

ავოკადოს სარგებლობა

როგორ მივირთვათ ავოკადოავოკადო შეიძლება მოხმაროთ როგორც ცალკე კერძი, დაამატოთ დესერტებში, სალათებში და სუპებში.

სახსრებისთვის

კალიუმი გვეხმარება შევინარჩყნოთ ჯანსაღი ძვლები და რბილი ქსოვილები. ავოკადო ამცირებს ართრიტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით მუხლსა და ბარძაყში.

ვიტამინი K აუმჯობესებს კალციუმის ათვისებას და ასევე ხელს უშლის მის გაყვანას ნაღვლის ბუშტიდან.

გულსა და სისხლძარღვებისთვის

ავოკადო ამცირებს სხეულში ცუდი ქოლესტერინის დონეს.

კალიუმის ნაკლებობა იწვევს ჰიპერტონიას. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეგულარულად მოვიხმაროთ ავოკადო.

ნერვებისთვის

მაგნიუმი ავოკადოში იცავს გულის რიტმის დარღვევისგან.

ფოლის მჟავა სეროტონინის დონის ნორმალიზებას უწყობს ხელს და აუმჯობესებს განწყობას. ფოლის მჟავა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ტვინში ნუტრიენტების ტრანსპორტირებას.

თვალებისთვის

როგორ ავირჩიოთ ავოკადოავოკადოს კარატინოიდები იცავენ თვალებს UV-სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
ანტიოქსიდანტები ახდენენ მაკულარული დეგენერაციის პრევენციას, იცავენ თვალის კუნთებსა და ნერვებს დასუსტებისგან, და ასევე კატარაქტასგან.

ბრონქებისთვის

ფლავონოიდები ავოკადოში ებრძვიან სოკოების და ბაქტერიების ზრდას პირის ღრუში, საყლაპავში. ეს ამცირებს ანგინის დროს დამახასიათებელ ჰალოტოზისა და ჩირქოვანი წყლეულების ალბათობას.

ნაწლავებისთვის

ავოკადოს უჯრედისი ნაწლავის ფუნქციების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და დევნის ტოქსინებს ნაღვლის მეშვეობით.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის

რა ღირს ავოკადოავოკადო არ იწვევს სისხლში შაქრის დონის ზრდას, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტის დროს და წონის დაკლების დროს.

ღვიძლისთვის

ავოკადო ამცირებს ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზის სიმპტომებს, რომლებიც გამოწვეულია ქოლესტერინის მაღალი დონით და ხელს უწყობს ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლას.

თირკმლებისა და შარდის ბუშტისთვის

ავოკადოს გამოყენება ხელს უწყობს საშარდე სისტემის ანთების და ცისტიტის თავიდან აცილებას.

ლიბიდოსთვის

ავოკადოს ნაყოფის გაჯერებული ცხიმები მნიშვნელოვანია ტესტოსტერონის სინთეზისთვის. ნაყოფი ითვლება ბუნებრივ აფროდიზიაკად.

კანისთვის

ავოკადოს ჭამაავოკადოს ზეთი ითვლება საუკეთესოდ კანისა და თმის მოვლისთვის. მისი რეგულარული გამოყენება ხდის კანს რბილ და ელასტიურს და თმას გლუვს.

ავოკადოს შიგთავსი მდიდარია ცხიმებით, ანტიოქსიდანტებით და C -ვიტამინით, რომლებიც სასარგელო არიან კანისა და თმისთვის. ისინი ჩართული არიან კოლაგენის წარმოებაში, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობას და ამცირებს თმის სიმშრალეს.

იმუნიტეტისთვის

ავოკადო აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს კიბოს უჯრედების სიკვდილს.

ავოკადო ორსულობის დროს

ფოლის მჟავა ავოკადოში ამცირებს მუცლის მოშლის და ნერვიული მილის დარღვევების რისკებს.

ბავშვებისთვის

ავოკადო ბავშვებისთვისთუ ბავშვს არ აქვს მიდრეკილება ალერგიისკენ, ავოკადო შეიძლენა 1 წლიდან მისცეთ. სხვა შემთხვევაში 2-3 წლამდე მოიცადეთ. 3 წლამდე ბავშვებისთვის – 30 გრამამდე დღეში.

უკუჩვენებები

ავოკადოს არ გააჩნია ბევრი უკუჩვენება:

  • ალერგია ნაყოფზე;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ავოკადოს მავნებლობა ჩნდება მხოლოდ გადაჭარბებული მიხმარების დროს და გამოივლინედა შემდეგი სიმპტომებით:

  • საჭმლის მომნელებელი პრობლემები;
  • მუცლის შებერილობა;
  • კუჭის ტკივილი;
  • დიარეა;
  • შეკრულობა;
  • კრუნჩხვები.

როგორ ავირჩიოთ ავოკადო?

როგორ ავირჩიოთ ავოკადოავოკადოების არჩევის ძირითადი პრინციპი – სირბილეა. მწიფე ხილი უნდა იყოს ოდნავ რბილი როდესაც თითებით აჭერთ. ზედმეტად რბილი ხილი, ან ძალიან ყავისფერი – არის გადამწიფებული და გაფუჭებული. ნახეთ, რომ ავოკადოს არ ჰქონდეს დაზიანებები.

როგორ შევინახოთ ავოკადო?

თუ იყიდეთ მყარი, ჯერ არა დამწიფებული ხილი, არ ჩადოთ მაცივარში. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ან ჩადეთ ქაღალდის პარკში, მაგალითად მწიფე ბანანთან ერთად. ის რამოდენიმე ხანში დარბილდება, არ დაგავიწყდეთ შემოწმება. მწიფე ხილი  შეინახეთ მაცივარში. ოპტიმალური ტემპერატურის შენახვისათვის არის 3-6 °.

თუ მხოლოდ ნახევარი ავოკადო გამოიყენეთ, მეორე ნახევარზე ლიმონის წვენი დაასხით და ასე შეინახეთ.

როგორ მივირთვათ ავოკადო

როგორ ვჭამოთ ავოკადოგარეცხეთ ხილი.

გაჭერით შუაზე.
ამოიღეთ კურკა.

შეგილიათ პირდაპირ ამოიღოთ შიგთავსი კოვზით და ისე ჭამოთ. შეგიძლიათ ამოიღოთ კოვზის დახმარებით და კუბიკებად დაჭრათ. შეგიძლიათ ჩანგლით პიურე გააკეთოთ და პურზე წაისვათ.

რამდენი ავოკადო შეიძლება დღეში?

დღეში შეიძლება მაქსიმუმ 1-2 ხილის მირთმევა. ყველაზე ოპტიმალურია – ავოკადოს ნახევარი დღეში.

ავოკადო არის წარმოუდგენლად ჯანსაღი ხილი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. მას შეუძლია სხეულის ზოგადი მდგომარეობის ნორმალიზება, დაავადების განვითარების რისკების შემცირება.

ავოკადო საქართველოში

საქართველოში ავოკადო არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ამჟამად იყიდება ნიკორაში, ევროპროდუქტში, გუდვილში, კარფურში, აგროჰაბში და ზოგიერთ სხვა მარკეტში.

რა ღირს ავოკადო?

მისი ფასი მერყეობს 11-დან 20 ლარამდე 1 კგ-ზე. მაგალითად, კარფურში ცალობით იყიდება და საშუალოდ 3,45 ღირს.