ბროკოლი არის ერთწლიანი მცენარე, კომბოსტოს ოჯახიდან. ის გავს ყვავილოვან კომბოსტოს, მაგრამ განსხვავდება მწვანე ფერით. უმი ბროკოლის კალორიულობა – 28 კკალ 100 გრამზე, მოხარშული – 35 კკალ 100 გრამზე. ცილები – 2,8 გრ, ცხიმები – 0,4 გრ, ნახშირწყლები – 4,7 გრ.
სექციების სია
ბროკოლის სარგებლობა
ბროკოლი შეიცავს უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მანგანუმს, რკინას, თუთიას. მასში შედიან ვიტამინები C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, ფოლის მჟავა, პროვიტამინი A და ბეტა-კაროტინი.
ბროკოლი არის კარგი დიეტური პროდუქტი. ბროკოლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, და სხვა ნივთიერებებს, რომელიც აფერხებს გულ-სისხლძარღვთა და კიბოს დაავადებებს. ის დადებითად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე და კუჭ-ნაწლავზე.
ბროკოლის ხშირი მოხმარება აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. მას ორგანიზმიდან გამოჰყავს მძიმე მეტალების მარილები. ეს არის მშვენიერი საკვები დასუსტებული ადამიანებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.
სულფაროფანი – ბროკოლის საიდუმლო იარაღი
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რომ ბროკოლი არის კიბოს კარგი პროფილაკტიკა. ბროკოლი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – სულფაროფანს, რომელიც აფერხებს კუჭის კიბოს განვითარებას და ხოცავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ კუჭის წყლულის ზოგ სახეობას. ამის გარდა სულფაროფანი ხოცავს იმ ბაქტერიებს, რომლებიც ვერამთბისებელი არიან ანტიბიოტიკების მიმართ.
სულფაროფანი იცავს ტვინს და მხედველობას, ამცირებს ანთებას ალერგიული რინიტის დროს, დადებითად მოქმედებს პაციენტებზე აუტიზმის დიაგნოზით, აფერხებს დნმ-ის დაზიანებას.
როგორ მოვამზადოთ ბროკოლი?
არსებობს ბროკოლის მომზადების ბევრი რეცეპტი. მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ მოამზადოს ბროკოლი ისე, რომ ძვირფასი სულფაროფანი მიიღოს.
იმისათვის რომ სულფაროფანი გააქტიურდეს ის უნდა შეუერთდეს ფერმენტს მიროზინაზას, რომელიც გაცხელების დროს იკარგება. მაგრამ ბევრს არ უყვარს უმი ბროკოლი ამიტომ არსებობს სხვა მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ სულფაროფანი.
ამისთვის ბროკოლი უნდა დავჭრათ და დავტოვოთ 40 წუთით. ამ დროს ხდება სულფაროფანის გამოყოფა და მას უერთდება მიროზინაზა. ამის შემდეგ შეგვიძლია მოვხარშოთ ბროკოლი, გავაკეთოთ კრემ-სუპი და ა.შ. ასეთი მეთოდი შესაძლებლობას გვაძლევს ყველაზე დიდი სარგებელი მივიღოთ ბროკოლისგან. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბროკოლი, დატოვეთ ერთი წუთის განმავლობაში და გამორთეთ გაზი. ამის შემდეგ დააფარეთ ქვაბს სახურავი და დატოვეთ 5 წუთით. ასე ბროკოლი გამოვა სასიამოვნოდ ხრაშუნა და შეინარჩუნებს თავის სარგებლობას.
ან აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბროკოლი და მოხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში (გააჩნია რამდენად ხრაშუნა გინდათ რომ დარჩეს). ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბროკოლი ორთქლზე, მოთუშოთ.
ბროკოლის კრემ-სუპი
შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ბროკოლის კრემ-სუპი ისპანახით და ნაღებით.
ამისთვის დაგჭირდებათ:
- ბროკოლი – 1 თავი
- ისპანახი – 300 გრამი
- კარტოფილი – 2-3 ცალი
- ნაღები 20% ან ქოქოსის რძე – 150 მლ
- მარილი, პილპილი და სხვა სუნელები გემოვნებით
- წყალი – 700 მლ.
თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ინგრედიენტები სხვა პროპორციებშიც, გააჩნია რამდენ ადამიანზე ამზადებთ.
მომზადება:
დავჭრათ კარტოფილი და მოვხარშოთ. დავამატოთ დაჭრილი ბროკოლი და სუნელები და მოვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს დავამატოღ ისპანახი და 2 წუთითაც დავტოვოთ საშუალო ცეცხლზე. ავთქვიფოთ სუპი ბლენდერით.
ოდნავ გავაცხელოთ ნაღები და დავამატოთ სუპში. კიდევ ერთხელ კარგად დავაბლენდეროთ. შეგიძლიათ მიირთვათ კრემ-სუპი პურის ორცხობილასთან ერთად.
გააზიარეთ ეს სტატია, რომ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ თუ როგორ მიიღონ სარგებლობა ბროკოლისგან. ასევე გაეცანით სელის თესლის სარგებლობას.
უყურეთ ამ ვიდეოს ბროკოლის შესახებ.