ჩიას თესლი წვრილი მარცვლეულია, რომელსაც მეორენაირად ესპანურ სალბს უწოდებენ. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ამ ჯადოსნურ მარცვალს საკვებად იყენებდნენ უძველესი ცივილიზაციები. დასახელება ჩია ქართულად პატარას ნიშნავს, რაც აძლიერებს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უძველეს ცივილიზაციებს კავშირი ქონდათ ძველ კოლხურ და იბერიულ ტომებთან, რაც მათ ენებზეც აისახა.
სექციების სია
კვებითი ღირებულება
ენერგეტიკული ღირებულება – 1859 კჯ / 451 კკალ
ცხიმები – 31 გრ, მათ შორის ნაჯერი ცხიმმჟავები – 3,8 გრ
ნახშირწყლები – 4,9 გრ, მათ შორის შაქარი – 0,8 გრ
ცილა – 21 გრ
სარგებლობა
ჩიას თესლები – წარმოადგენს ანტიოქსიდანტების შესანიშნავ წყაროს, აქ მათი კონცენტრაცია უფრო მეტია, ვიდრე მოცვში და მაყვალში. ნატურალური ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავენ ჩიას თესლები,წარმატებულად აფერეხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას და დაზიანებებს, და, შესაბამისად, დაავადებების წარმოშობას.
ჩიას თესლები ეხმარება წონის დაკლებაში. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს პატარა თესლები 12 ჯერ უფრო მეტ წონას იწოვენ წყალში ან კუჭში შერევისას. ასეთი თვისება მცენარეული სამყაროს არც ერთ სხვა წარმომადგენელს არ გააჩნია! წყლის შეწოვის და შენარჩუნების უნარი ხელს უწყობს მთლიანი ორგნიზმის ჰიდრატაციას, განსაკუთრებულად ფიზიკური დატვირთვის დროს. სითხის შეკავება უზრუნველყოფს ნორმალურ განაწილებას და ელექტროლიტების გადასვლას უჯრედების მემბრანების გავლით, და ეს ხელს უწყობს ბალანსს და უჯრედების ეფექტურ ფუნქციონირებას.
ჩიას თესლებში კალციუმი 5 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რძეში, ცილა ორჯერ უფრო ემტია, ვიდრე სხვა თესლებში და მარცვლეულებში, ორჯერ უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში და ა.შ. ანუ, ენერგია უფრო ბევრი გექნებათ, ძალა – მეტი, ვიდრე ოდესმე გქონიათ, ტვინის მუშაობა გაუმჯობესდება, როგორც ჯანმრთელობა მთლიანობაში.
ჩია არის ყველაზე ხარისხიანი მცენარეული წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მჟავის ომეგა-3. ომეგა-3 შემცველობის პროცენტი ჩიას ზეთში აღწევს 64%. შედარებისთვის: მზესუმზირის ზეთში ომეგა-3 შემცველობა 0,3%, ზეითუნის ზეთში – 1,5%, ზოგიერთ ზღვის წყალმცენარეში – 40%-მდე. ომეგა-3 ცხიმმჟავები ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.
ჩიას თესლები ეხმარებიან წნევის დაწევაში და ახდენენ სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ჩიას თესლების მოხმარება საკვებში საკმაოდ სწრაფად ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, რაც, თავის მხვრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლერზული ბალთების ფორმირებას სისხლძარღვებში, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას (განსაკუთრებით ჰიპერტონიკებისთვის), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მათ გართულებებს.
ჩიაზე არანაკლებ სასარგებლოა სელის თესლი.
უკუჩვენებები – ვისთვის არ შეიძლება ჩია?
ჩიას ყველა დადებითი თვისების მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროდუქტს აქვს უკუჩვენებებიც.
როდის არის უკეთესი, რომ შეწყვიტოთ ჭის თესლის ჭამა?
- თუ ალერგიული რეაქცია გაქვთ ამ პროდუქტზე.
- თუ ხართ ჰიპოტონიკი.
- აკრძალულია ამ პროდუქტის გამოყენება ასპირინის მიღების დროს, რადგან ჩიას თესლს აქვს ანტიკოაგულანტული თვისებები.
- ჩიას გამოყენებამდე ორსულებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
თესლების ყოველდღიური მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს 15 გრ (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი).
რა ფერის ჩია არსებობს?
არსებობს თეთრი, ყავისფერი და ნაცრისფერი ჩია. ის შეიცავს 32-39% ზეთს, 25% უჯრედისს, 19-23 % ცილას 0% ქოლესტერინს, მდიდარია ამინომჟავებით, განსაკუთრებით ომეგა-3 ით, ჩიას ზეთი შეიცავს ომეგა- 3 ის 64%, რაც ორჯერ მეტია , ვიდრე ხიზილალაში, 42 ჯერ მეტი, ვიდრე ზეითუნის ზეთში.
როგორ გამოვიყენოთ?
ჩიას თესლები შესაძლებელია მოიხმაროთ უმი სახით და თითქმის ყველაფერში: მოაყაროთ ფაფებს, ოიგურტებს, სალათებს, ბრინჯს, ბოსტნეულს, დაამატოთ კოქტეილებში და წვენებში. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, იცოდეთ, რომ სითხის შეწოვისას ჩიას თესლები იბერება, ხდება ჟელესმაგვარი სტრუქტურის, და წააგავს კისელს. ინტერნეტში შესაძლებელია უამრავი რეცეპტის მოძიება.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეტი სარგებელი ჩიას თესლებისგან შეიძლება მივიღოთ, თუ 20 წუთით ადრე ჩავალბობთ მათ წყალში, და ასევე დაფქვისას ან საფუძვლიანად გადაღეჭვისას, რადგან ჩიას თესლებს მყარი გარსი აქვთ, და თუ არ გაარღვევთ მას, ეფექტი ჩიას თესლებისგან ნაკლები იქნება.
ასევე ჩიას იყენებენ როგორც კვერცხის შემცვლელი სამარხვო/ვეგანურ ტკბილეულში. ამისთვის 1 სუფრის კოვზს ჩიას ალბობენ წყლის 3 სუფრის კოვზში. ელოდებიან 10-15 წუთს და ამატებენ ცომში.
სად ვიყიდოთ?
ჩიას თესლების ყიდვა შეიძლება გუდვილში, კარფურში, თურქულ მაღაზიაში „თურსა“, მწვანე აფთიაქში და ასევე მაღაზია “ორგანიკაში”, როგორც ფიზიკურად ასევე ონლაინ.
როგორ შევინახოთ?
რეკომენდირებული შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.
ჩიას პუდინგი
600 მლ. ქოქოსის რძე
100 გრ. ქოქოსის ფანტელები
100 გრ. ჩიას თესლი
20 გრ. თაფლი
- მოათავსეთ ქვაბში ჩიას თესლი, ქოქოსის რძე და თაფლი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ დაახლოებით 2-3 საათით, რომ გაღვივდეს.
- მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები.
გააზიარეთ სტატია თუ სასარგებლო იყოს თქვენთვის.
წყაროები
- Organika
- Magma
- Borjomi gastoguide