ჩვენ უკვე დავწერეთ იმაზე, თუ რატომ არის საშიში კონტაქტური ზოოპარკები.

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ნიშნავს დელფინარიუმი.

1) დელფინს არ შეუძლია იცოცხლოს მოძრაობის გარეშე. ბუნებრივ არეალში დელფინი საშუალოდ 100 კილომეტრს ფარავს დღეში, ბასეინში ამდენს ვერ გასცურავ.

ფოტო 12) ბუნებრივ არეალში დელფინები ცოცხლობენ 25 დან 50 წლამდე.დელფინარიუმში დელფინების უმეტესობა კვდება დაბადებიდან პირველ ორ წელიწადში. მათი სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელია – 5 წელი.

3) დელფინები ცხოვრობენ ოჯახებად. დაჭერის დროს ზოგიერთი დელფინი კვდება ფსიქოლოგიური შოკის მიღების გამო.ისინ კი, ვინც გადაურჩება სიკვდილს, მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებიან ოჯახთან დაშორების გამო.

4) დელფინები მოძრაობენ ექოლოკაციის დახმარებით. ბასეინში მათი სონარის რევერბერაცია ირეკლება კედლებიდან და ზოგიერთი დელფინი იღებს უდიდეს შოკს.

5) ხშირია ტყვეობაში მყოფი დელფინების თვითმკვლელობა. ისინი შეგნებულად აკეთებენ ყოველ ჩასუნთქვას. როცა უკვე მათვის გაუსაძლისია სიცოცხლე, ისინი უბრალოდ აჩერებენ სუნთქვას.

6) დელფინარიუმებში დელფინებს უკეთებენ ტრანკვილიზატორებს ანტიდეპრესანტების სახით, რათა დელფინმა არ გამოავლინოს აგრესია სტრესის გამო.

ფოტო 27) ბასეინებში სისუფთავეს იცავენ ქლორის,სპილენძის სულფატის და სხვა ქიმიკატების საშუალებით, ამის გამო დელფინების უმეტესობა მოძრაობის დროს ხუჭავს თვალებს, რადგან არ მიიღონ ქიმიური დამწვრობები.

8) შიმშილი და მათი მარტოდ ყოფნა არი მათი გაწვრთნის მეთოდი.

9) დელფინებს არ შეუძლიათ გამოიყურებოდნენ ტანჯულად მიუხედავად მათი ამდენი წამებისა,რასაც ისინი განიცდიან ტყვეობაში.

ნუ შეიყვანთ თქვენს თავს ილუზიაში მათი ”ბედნიერი” მომღიმარი სახის შემხედვარე.
და რამდენსაც შეხვალთ დელფინარიუმში, იცოდეთ რომ თქვენ ხელს უწყობთ მათ წამებას.

არცერთი ცხოველი დედამიწაზე არ არის შექმნილი ადამიანის გართობისთვის. ეს არის წამება და ტანჯვა.

ავტორი: Paata Batumi