გიყვართ თუ არა ხილ-ბოსტნეული და რამდენს მიირთმევთ დღეში? ბევრმა არ იცის რომ უმი ბოსტნეული და ხილი არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. მათ რაციონში ძალიან ბევრი რაფინირებული პროდუქტია და ძალიან ცოტა უჯრედისი, რაც ბევრი დაავადების გაჩენის რისკს ზრდის.

რა სარგებლობა მოაქვს ბოსტნეულს?

ლონდონის იმპერიული კოლეჯის სპეციალისტებმა ჩაატარეს მრავალწლიან კვლევა 2 მილიონი ადამიანის მონაწილეობით და ასეთი ინფორმაცია მიიღეს:

  • თუ დღეში მიირთმევთ ხილის და ბოსტნეულის 200 გრამს, ამცირებთ გულ-სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკს 13%, ონკოლოგიის – 4%, ნაადრევი სიკვდილის – 15%.

მაგრამ თუ ხილის და ბოსტნეულის რაოდენობას ორჯერ გაზრდით მაშინ:

  • ამცირებთ გულ-სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკს 28%-ით;
  • ამცირებთ ონკოლოგიის განვითარების რისკს 15%-ით;
  • ამცირებთ ნაადრევი სიკვდილის რისკს 30%-ით.

მაშ ასე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ:

  • ინფარქტების, ინსულტების და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის პროფილაქტიკისთვის უნდა მიირთვათ: ვაშლი და მსხალი, ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული, სალათის ფოთლები, ისპანახი და ა.შ. კომპოსტოს ყველა სახეობა: ბროკოლი, ყვავილოვანი და ა.შ.
  • ონკოლოგიის განვითარების რისკის შესამცირებლად მიირთვით უფრო მეტი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ყვითელ-წითელი ბოსტნეული და კომბოსტოს ყველა სახეობა. (როგორ მოამზადოთ ბროკოლი, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი)

დიეტოლოგებო ამბობენ, რომ უმი ბოსტნეული არის „ცოცხი“ ორგანიზმისთვის. უჯრედისი გვეხმარება ნაწლავის გაწმენდაში. ამის გარდა ბოსტნეული უფრო მეტ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, ვიდრე მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, რომლებიც ხშირად არიან ჩვენს რაციონში.

როგორ მივირთვათ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული?

საშუალო ხილი (ვაშლი, ფორთოხალი) იწონის 150-200 გ, ბოსტნეული (პომიდორი, ბულგარული) – 100-150 გ, ამიტომ საკმარისია 1-2 ხილი ან ბოსტნეული რომ დღიური ნორმა იყოს დაკმაყოფილებული.

შეგიძლიათ მიირთვათ უმი (მაგალითად სალათა ან ხილი საუზმეზე), და ასევე ჩართეთ სადილში და ვახშამში. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ გარნირი ბოსტნეულით მაკარონის მაგივრად, გააკეთოთ ბუტერბროდები პომიდორით ან კიტრით და არა მარტო ყველით.

გაითვალისწინეთ რომ უმი ბოსტნეულის მიღება არ შეიძლება კუჭის და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულის დროს და ასესე გასტრიტის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში. ეს ეხება უმ ყაბაყს, სტაფილოს, კომბოსტოს, წიწაკას, ჭარხალ და კიტრს. ამ შემთხვევაში მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სასარგებლო ელემენტები და არ გააღიზიანოთ კუჭ-ნაწლავი.