კონტაქტური ზოოპარკი – ნამდვილი ოაზისი ქალაქში, სადაც ბავშვები და მშობლები ეცნობიან ცხოველებს. კარგი იდეაა ხომ? ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ასეთი ფორმატი არამარტო ცხოველებისთვის მავნეა, არამედ საფრთხეს უქმნის სტუმრებს.

ფოტო 1„თუ გსურთ აღმოჩნდეთ რეალურ ფერმასა და ტროპიკებში ქალაქიდან გაუსვლელად, მობრძანდით კონტაქტურ ზოოპარკში. აქ თქვენ შეგეძლებათ არა მარტო გაეცნოთ ცხოველების სამყაროს, არამედ შეეხოთ კიდეც. კონტაქტური ზოოპარკი ის ადგილია სადაც შეგიძლიათ მოეფეროთ და აჭამოთ ცხოველებს. ფერმაში თქვენ შეხვდებით: სირაქლემებს, კურდღლებს, წიწილებს, თხებს და ა.შ. ჯუნგლებში კი გაეცნობით იაგუანას, მორიელს, გველს, კუს და ა.შ. აქ სუფევს ჯუნგლების ატმოსფერო.”

ასეთი ინფორმაცია ვიპოვეთ ერთ-ერთი კონტაქტური ზოოპარკის გვერდზე. ნამდვილად სახალისო იდეაა, მაგრამ შეიძლება თუ არა ასეთმა ადგილმა ასწავლოს ბავშვს, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული ცხოველებისადმი?

რა ხდება სინამდვილეში?

ფოტო 2კონტაქტურ ზოოპარკებში ათავსებენ უამრავ ცხოველს დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან. ბუნებაში მათი გარემო პირობები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ტემპერატურული რეჟიმით, ტენიანობით და სხვა პარამეტრებით. ამიტომ ყოველ ცხოველს სჭირდება თავისი პირობები, რაც შეუძლებელია ერთ სივრცეში შეიქმნას.

ცხოველებს ათავსებენ პატარა ვოლიერებში, სადაც არ აქვთ თავშესაფარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სახეობისთვის: იმისთვის რომ დაიმალონ ან საკვები მოიმარაგონ. ცხოველი მუდმივად სტრესის ქვეშ არის, რადგან არ აქვს დამალვის საშუალება.

დიდი ხნის წინ ვიყავით კონტაქტურ ზოოპარკში და ცრემლებით გამოვედით იქედან, არ გვესმოდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ცხოველები და ასეთ გარემოში მოათავსო? ძალიან დაგვამახსორვდა ერთი მომენტი. პატარა გალიაში იჯდა კენგურუ. მასთან შემოუშვეს ბავშვები, რომლებიც მას დასდევდნენ მოფერებისთვის. პატარა კენგურუს არ უნდოდა მოფერება, მაგრამ ვერსად იმალებოდა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ცრემლებით სავსე თვალებით იჯდა კუთხეში და ითმენდა… ბავშვები და მათი მშობლები კი ძალიან ხალისობდნენ.

ასევე გალიებში ხშირად არ დგას წყალი. სტუმრებმა შეიძლება შემთხვევით გადააქციონ, ცხოველი კი ხშირად „მოისაქმებს“.

კონტაქტური ზოოპარკების თანამშრომლები ხშირად წმინდავენ გალიებს, რომ გააქრონ ცუდი სუნი. მაგრამ ცხოველებისთვის სპეციფიკური სუნი – ბუნებრივია. მათი საშუალებით ისინი ტერირორიას საზღრავენ და ერთმანეთს ეკონტაქტებიან. სუნების უქონობა იწვევს ცხოველების დეზორიენტაციას და შფოთვას.

ფოტო 3ამას გარდა, ზოოპარკებში ძირითადად ვერ დაინახავთ მოზრდილ ცხოველებს. უმრავლესობა – პატარა მღრღნელები და ჩვილი ცხოველები, რომლებიც მშობლებს დააშორეს.

გაიხსენეთ ციყვი, რომელიც აქეთ-იქით აწყდება გალიაში, ბელი რომელიც უაზროდ დაბოდიალობს ვოლიერში, თუთიყუში, რომელიც ხმამაღლა ყვირის, ენოტი, რომელიც ბადეს ღრღნის. სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობის გარეშე, მუდმივი სტრესის გამო, ცხოველებს ხშირად ე.წ „ზოოქოზისი“ ემართებათ.

ასევე ზოოპარკში ხშირად შეგხვდებათ დაღლილი ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებიან დაწყნარებისთვის.

ასევე ხშირია აგრესია და სტუმრებზე თავდასხმა. ასე ცხოველები თავის დაცვას ცდილობენ.

ყოველდღე, გახსნიდან მთელი სამუშაო დღის განმავლობაში ცხოველებს ეხუტებიან, ხელებზე ატარებენ, ახრჩობენ, დასდევენ, სურათებს უღებენ, არ ასვენებენ…

რატომ არის საშიში?

ფოტო 4დადგენილი სტანდარტების თანახმად ცხოველებს უნდა რეგულარულად ჩაუტარდეს ვაქცინაცია, და ნებისმიერ კონტაქტურ ზოოპარკში უნდა მუშაობდეს ვეტერინარი. ძალიან ხშირად ეს წესები დარღვეულია, რადგან ფიფანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ თუ ზოოპარკში ცხოველმა ბავშვს უკბინა ან გაკაწრა, აუცილებელია ცოფის აცრის გაკეთება.

ძალიან იშვიათად კონტაქტურ ზოოპარკში შეგხვდებათ ინსტრუქტორი. მანდ არ მოგცემენ ბახილებს, არ მოგთხოვენ ხელის დაბანას, რაც ასევე გათვალისწინებულია ცხოველთა შენახვის სტანდარტებით. ცხოველთან ურთიერთობის დროს პათოგენური მიკროორგანიზმების გადაცემა ხდება. ცხოველმა შეიძლება მიიღოს ინფექცია ქუჩიდან, დაავადდეს და შემდგომ სტუმრებიც დააინფიციროს.

როგორ გავაცნოთ ბავშვებს ცხოველების სამყარო?

ფოტო 4თუ თქვენ გინდათ ბუნებასთან სიახლოვე, კონტაქტური ზოოპარკი არ არის კარგი არჩევანი. იმისთვის რომ ბავშმა გაეცნოს ცხოველს, არ არის საჭირო მისი ხელში აყვანა, ჩახუტება და დევნა.

არსებობს ტყე-პარკები, სადაც შეიძლება შორიდან დაინახოთ ფრინველები, ციყვები, თუ როგორ იკვებებიან, რა ხმებს გამოსცემენ. ასევე ცხოველების ნახვა შეიძლება ნაკრძალებში და დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ბევრი ცხოველის და ფრინველის დანახვა შეიძლება. ასევე იქ სიკვდილს გადარჩენილი ცხოველები ცხოვრობენ. დაცულ ტერიტორიებზე მათთვის შექმნილია ბუნებრივი ცხოვრების პირობები: დიდი ტერიტორია ღია ცის ქვეშ, მდიდარი მცენარეულობა და ბუნებრივი ლანდშაფტი.

ინტერნეტში უამრავი შემეცნებითი ვიდეოა ცხოველების და მათი ცხოვრების შესახებ. მაგალითად Nat Geo Wild-ს აქვს ბერვი შესანიშნავი ფილმი.

როგორც ხედავთ, საკონტაქტო ზოოპარკი არ ასრულებს რაიმე საგანმანათლებლო ან ესთეტიკურ ფუნქციებს. ეს არის კეთილი იდეების უკან დამალული ბიზნესი. მაგრამ ეს არის ეგოისტური მოდგომა, რადგან არავის არ აინტერესებს ცხოველების საჭიროებები. ასეთი მოდგომა ბავშვებს ასწავლის მხოლოდ იმას, რომ ცხოველი არის სათამაშო. 🐰

თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ნამდვილი სიყვარული ცხოველებისადმი?