ფოტო 3ბევრი ხდება ვეგანი ეთიკური მიზეზების გამო, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი – ეკოლოგია. მესაქონლეობა ცუდ გავლენას ახდენს დედამიწის ეკოლოგიაზე, რასაც მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის ინიციატივის მიხედვით, მესაქონლეობა არის გარემოს მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ცხოველების მოშენების ყველა მეთოდი ხელს უწყობს ტყეების განადგურებას, ჰაერსა და წყლის დაბინძურებას, მიწის დეგრადაციას, ნიადაგის ზედა ფენის დაშლას, კლიმატის ცვლილებას, რესურსების გადაჭარბებულ გამოყენებას, ნავთობისა და წყლის ჩათვლით, ბიომრავალფეროვნების დაკარგვას.

FAO- ს (Food and Agriculture Organisation of the United Nations) შეფასებით, ხორცის ინდუსტრია გაფრქვეული სათბურის აირების 18% -ს შეადგენს. 2009 წელს Worldwatch Institute-ის მეცნიერებმა გადაათვალიერეს ეს მაჩვენებელი – მინიმუმ 51%. შედარებისთვის ტრანსპორტის (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო) მიერ  გაფრქვეული სათბურის აირების რაოდენობა 13% წარმოადგენს.

როგორ წარმოიქმნება სათბური აირები მესაქონლეობაში?

ფოტო 1მეცხოველეობა ხელს უწყობს სათბურის აირების  ემისიის გაზრდას შემდეგი მიზეზების გამო:

  • ნახშირორჟანგი – ცხოველების სუნთქვის გამო;
  • მეთანი (CH4) – გამოიყოფა მცოხნავი ცხოველების კუჭნაწლავის მოქმედების შედეგად (ამერიკელების ინფორმაციით, ერთი ძროხა დღეში 250-500 ლ. მეთანს წარმოქმნის).

ასევე სათბური აირების გაზრდას ხელს უწყობენ:

  • დამატებითი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება;
  • ტყეების საფარის შემცირება;
  • საქონელის შენახვა და ტრანსპორტირება;
  • მესაქონლეობისგან ნარჩენების დამარხვა.

The Environmental Protection Agency (EPA) ანგარიშში ნახსენებია, რომ აშშ-ში ამიაკის გაფრქვევის 80% მიეკუთვნის ცხოველურ ნარჩენებს. (State of North Carolina, Department of Environment and Natural Resources, “Review of Emission Factors and Methodologies to Estimate Ammonia Emissions From Animal Waste Handling,” U.S. Environmental Protection Agency, Apr. 2002.

სათბურის აირები და კლიმატის ცვლილება

ფოტო 22014 წლის 31 მარტს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა წარადგინა თავისი მოხსენება ანთროპოგენური ფაქტორებზე, რომლების კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებენ. ხორცის და რძის პროდუქტების წარმოების შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების გამო გაერო-მ შეიძლება ვერ მიაღწიოს თავის მიზანს – გლობალური დათბობა 2 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდეს. ასეთია ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერების დასკვნა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტად გერემოს აბინძურებს ნახშირორჟანგი ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროდან. მაგრამ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახლა ამ გაფრქვევების შემცირება არ იქნება საკმარისი გლობალური დათბობის შესაჩერებლად. სოფლის მეურნეობის გაფრქვევები დღითი-დღე იზრდება, რადგან იზრდება ხორცის და რძის პროდუქტების მოხმარება. თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, მაშინ მეთანის მოცულობა მეცხოველეობისგან გაორმაგდება 2070 წლისთვის.

გაეროს ინფორმაციით, ვეგანობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ შევძლოთ კლიმატის უარესობისკენ ცვლილების შეჩერება.

ფილმი „Cowspiracy“

თუ გინდათ მეტი გაიგოთ იმაზე თუ როგორ მოქმედებს მესაქონლეობა კლიმატზე, გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს: