ადამიანები ხორცს გამყინვარების პერიოდიდან ჭამენ. ანთროპოლოგების აზრით, ზუსტად მაშინ ადამიანმა მიატოვა მცენარეული საკვები და დაიწყო ხორცის ჭამა. ეს „ტრადიცია“ დღესაც შენარჩუნებულია აუცილებლობის (მაგალითად ესკიმოსებთან), ჩვევების და საცხოვრებელი პირობების გამო. მაგრამ უფრო ხშირად, მიზეზი უბრალოდ გაუგებრობა და უცოდინრობაა.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, ცნობილმა სპეციალისტებმა ჯანდაცვის სფეროდან, ნუტრიციოლოგემბა და ბიოქიმიკოსებმა იპოვეს დამაჯერებელი მტკიცებულება: იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, არ არის საჭირო ჭამოს ხორცი,  პირიქით, მტაცებელი ცხოველების რაციონი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ბევრი ხდება ვეგეტარიანელი ფილოსოფიური და ეთიკური მიზეზებს გამო (რაც ცალკე დიდი თემაა) მაგრამ მოდით მოდით ახლა თავი გავანნებოთ ამ ასპექტებს, და ვილაპარაკოთ მეცნიერულ კვლევებზე.

მითი ცილებზე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანთა უმეტესობას ვეგეტარიანელობის ეშინია არის ორგანიზმში ცილის ნაკლებობის გამოწვევა. “როგორ შეიძლება მივიღოთ ყველა საჭირო მაღალი ხარისხის ცილები მხოლოდ ბოსტნეულიდან?”.  სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, მოდით გავიხსენოთ, რა არის ცილა.

1838 წელს ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა იან მულდერმა პირველად ცილების ქიმიკური შემადგენლობა აღწერა. შემდეგ გაირკვა, რომ ცილა ნამდვილად აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზმის გადარჩენისსათვის, და ასევე საჭიროა პროტეინის გარკვეული რაოდენობა.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზია ამინომჟავები, “სიცოცხლის ძირითადი წყაროები”, რომლებისგანაც შედგება ცილა. სულ ცნობილია 22 ამინომჟავა, რომელთაგან 8 მიიჩნევა, როგორც არსებითი მნიშვნელობის მქონე (ისინი არ წარმოიქმნებიან ორგანიზმში და მათი მიღება უნდა უნდა მოხდეს საკვებიდან).

8 შეუცვლელი ამინომჟავა:

  1. ვალინი;
  2. ლეიცინი;
  3. იზოლეიცინი;
  4. ლიზინი;
  5. მეტიონინი;
  6. ტრეონინი;
  7. ტრიპტოფანი;
  8. ფენილალანინი.

ამ ამინომჟავების კომპლექსი უნდა შედიოდეს დაბალანსირებულ რაციონში.

1950-იანი წლების შუა ხანებამდე, ხორცი პროტეინის საუკეთესო წყაროდ ითვლებოდა: რადგან იგი შეიცავს ყველა 8 შეუცვლელ ამინომჟავას, საჭირო რაოდენობაში. თუმცა დღესდღეობით ნუტრიციოლოგებმა დაასკვნეს, რომ მცენარეული საკვებიდან მიღებული ცილები ხორცზე უარესი არ არის. უფრო მეტიც – ის უკეთესიცაა.

მცენარეები შეიცავენ 8 ამინომჟავას.  მათში წარმოიქმნება ამინომჟავები ჰაერიდან, ნიადაგსა და წყლიდან. მაგრამ ცხოველებს შეუძლიათ მიიღონ ცილები მხოლოდ მცენარეების მეშვეობით: ან როდესაც პირდაპირ ჭამენ, ან ჭამენ ცხოველებს, რომლებმაც შეჭამეს მცენარეები და აითვისეს საკვები ნივთიერებები. აქედან გამომდინარე, ადამიანს აქვს არჩევანი: მიიღოს ამინომჟავები პირდაპირ მცენარეებიდან ან შემოვლითი გზით, მსხვილი ეკონომიკური რესურსების და ცოცხალი არსებების ტანჯვის ხარჯზე – ცხოველების ხორცისგან.

ამრიგად, ხორცი არ შეიცავს რაიმე სხვა ამინომჟავებევს, გარდა იმისა რაც ცხოველს მცენარებისგან აქვს მიღებული.  ამიტომ თვითონ ადამიანს შეუძლია მცენარეებიდან მიიღოს ცილა. უფრო მეტიც, მცენარეულ საკვებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ამინომჟავებთან ერთად ჩვენ ვიღებთ ნივთიერებებს, როლებიც ცილის მაქსიმალურ ათვისებას უწყობენ ხელს: ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები,  ქლოროფილი და ა.შ.

1954 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანი მოიხმარს ბოსტნეულს, მარცვლეულს და რძის პროდუქტებს, იგი ცილის ყოველდღიურ ნორმას იღებს. მათ დაასკვნეს, რომ ძალიან რთულია, მრავალფეროვანი მცენარეული რაციონის მქონე ადამიმანმა, პროტეინის საჭირო რაოდენობა არ მიიღოს.

ასე დაიმსხვრა მითი ცილებზე.

საინტერესო ბმულები

ექიმი ჯონ მაკდუგლი. მცენარეული საკვები შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას

გამოკვლევა: რატომ არის მცენარეული ცილა უკეთესი

ექიმ მაიკლ გრეგერის პოდკასტი: How Much is Enough Protein?