მწვანე წიწიბურა – ეს არის ნაცნობი ყველასთვის წიწიბურის მარცვალი, მაგრამ არა გადამუშავებული. ეს არის „ცოცხალი წიწიბურა“, რომელიც შეიცავს ყველა სასარგებლო ელემენტს. ბევრმა არ იცის, რომ ყავისფერი წიწიბურა არ არსებობს. თავიდან ის ზუსტად მწვანე ფერისაა.

ის წიწიბურა, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული, ყავისფერი ხდება თერმოდამუშავების შედეგად. ეს საჩიროა იმისთვის რომ გაიზარდოს მისი შენახვის ვადა და ზედაპირიდან მოიშოროს პესტიციდები და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

მწვანე წიწიბურა, რომელიც შეგვიძლია მაღაზიაში შევიძინოთ, იზრდება ეკოლოგიურად სუფთა პირობებში, ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გარეშე.

სარგებლობა

მწვანე წიწიბურას უამრავი სასარგელო თვისება აქვს.

  • აძლიერებს მთელს ორგანიზმს;
  • დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე;
  • ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის გამოყვანას ორგანიზმიდან;
  • არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
  • ამაგრებს სისხლძარღვებს;
  • სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს;
  • ხელს უწყობს ტოქსინების გამოყვანას;
  • სასარგებლოა თმისთვის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის;
  • ამაღლებს პოტენციას;
  • ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას.

მწვანე წიწიბურა შეიცავს

მცენარეულ პროტეინს. 13-15% 100 გრამზე, რაც სხვა ბურღულებზე მეტია.

ამინომჟაავეებს. კერძოდ ლიზინს. ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც თითქმის არ გვხდება მცენარეულ პროდუქტებში.

ვიტამინებს. შეიცავს B-ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინს, ასევე C, E, PP.

მინერალებს და მიკროელემენტებს. შეიცავს რკინას, თუთიას, კალციუმს, ფოსფორს, სელენს, იოდს, კალიუმს, მაგნიუმს და სხვა. ეს ელემენტები იმდენი რაოდენობითაა წიწიბურაში, რომ ადვილად ითვისება.

ანტიოქსიდანტები. გარდა ანტიოქსიდანტური ვიტამინებისა, ის შეიცავს სხვა ნივთიერებებს, რომელიც ებრძვიან თავისუფალი რადიკალების ნეგატიურ ზემოქმედებას ორგანიზმზე.

ფლავონოიდები. მაგალითად რუტინი. ის გვეხმარება კუჭ-ნაწლავის გაწმენდას არასასურველი ნივთიებებისგან. ასევე ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაძლიერებას და ებრძვის ანთებით პროცესებს.

ვისთვის არის კარგი?

თუ გაქვთ ეს პრობლემები, აუცილებლად დაამატეთ მწვანე წიწიბურა თქვენს რაციონში.

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ვარიკოზი;
  • თირკმლების, ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ზედმეტი წონა;
  • მუდმივი სტრესი და ნევროზი.

ასევე რეკომენდირებულია ონკოლოგიური დაავადებების დროს და ქიმიოთერაპიის შემთხვევაში.

უკუჩვენებები

მარცვლეული შეიცავს რუტინს, რომელიც მავნეა ადამიანებისთვის რომლებსაც სისხლის შედედების უნარის მომატება აღენიშნებათ.

ასევე არ არის რეკომენდირებული დიდი რაოდენობით მიღება, თუ მეტეორზმი გაწუხებთ. დაიწყეთ პატარა პორციებით.

რამდენი შეიძლება მივიღოთ დღეში?

დიეტოლოგების რჩევით, დღეში შეიძლება 100-150 გრამი (მშრალი მარცვალი). თუ თქვენ ფიზიკური შრომით ხართ დაკავებული ან სპორტით, მაშინ შეგიძლიათ რაოდენომა 200-300 გრამამდე გაზარდოთ.

როგორ მოვამზადოთ?

მწვანე წიწიბურა შეიძლება მოხარშოთ, მაგრამ ჩემი აზრით არ ეს არ არის ძალიან გემრიელი ვარიანტი. იმისთვის რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი წიწიბურას სჩირდება აქტივაცია ან გაღვივება.

აქტივაცია

იმისთვის რომ მარცვალმა „გაიღვიძოს“ ჩაალბეთ ოთახის ტემპერატურის წყალში 4-8 საათით. ამის შემდეგ გამორეცხეთ ლორწოსგან. ასეთი წიწიბურისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი საუზმე.

რეცეპტი

  • მწვანე წიწიბურა – 100 გრამი (მშრალი)
  • 1-2 ბანანი
  • 2-3 ფინიკი (არ არის აუცილებელი, თუ ბანანი ტკბილია)
  • ნებისმიერი ხილი ან კენკრა.

ჩაალბეთ წიწიბურა 4-8 საათით. გამორეცხეთ. დააბლენდერეთ ინგრედიენტები, დაამატეთ ნებისმიერი თხილი, ნიგოზი და სხვ. და გემრიელად მიირთვით. თუ მასა ცოტა მშრალი იქნება, დაამატეთ მცენარეული რძე ან წყალი.

გაღვივება

ეტაპი 1

  1. აიღეთ წიწიბურის სასურველი რაოდენობა და დატოვეთ წყალში (ოთახის ტემპერატურის). გირჩვეთ სუფთა წყალი გამოიყენოთ. ბევრი სითხე არ გინდათ, სულ 2-3 სანტიმეტრით რომ დაფარის წიწიბურა. დატოვეთ 1 საათით.
  2. ერთ საათში ძალიან კარგად გამორეცხეთ წიწიბურა ლორწოსგან. ეცადეთ არ დააზიანოთ მარცვლები. თუ ერთ საათში დაგავიწყდათ გამორეცხვა, არაუშავს, მაქსიმუმ 8-10 საათით შეიძლება დატოვება.

ეტაპი 2

  1. გამორეცხვის შემდეგ დააბრუნეთ წიწიბურა ჯამში და ზემოდან დააფარეთ თხელი ტილო. არ დააფაროთ თავსახური, აუცილებლად დატოვეთ სივრცე ჰაერისთვის. დადგით ოთახის ტემპერატურაზე.
  2. დაელოდეთ, სანამ პირველი ღივები გამოჩნდებიან. ყოველ 8-12 საათში გამორეცხეთ წიწიბურა. ეს საჭიროა მარცვლების ტენიანობის შენარჩუნებისთვის.
  3. პირველი პატარა ღვები გამოჩნდება 8 საათში.
  4. 20-24 საათში თქვენი წიწიბურა იქნება მზად!

მისი შენახვა შეიძლება მაცივარში 5 დღის განვამლობაში.

როგორ გამოვიყენოთ?

  • დაამატეთ სმუზიში;
  • დაამატეთ სალათებში;
  • გააკეთეთ უმი დესერტები, გრანოლა;
  • უბრალოდ ჭამეთ არაფრის გარეშე ან დაუმატეთ ცოტა ნატურალური დამატკბობელი.

მას კიდევ ბევრი გამოყენება აქვს, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. მაგალითად მოამზადეთ შოკოლადის მუსი.

სად იყიდება?

ძირითადად მააზიებში მხოლოს ყავისფერი იყიდება. მწვანე წიწიბურას ვყიდულობ გუდვილში ან კარფურში. როგორც წესი, ჩვეულებრის წიწიბურასთან ახლო დგას. ასე გამოიყურება: