ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს შებერილობა ლობიოს, მუხუდოს, ოსპის და სხვა პარკოსნების ჭამის შემდეგ. მინდა მოგცეთ რამოდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ მოამზადოთ და მიირთვათ პარკოსანი მცენარეების კერძები შემდგომი შებერილობის გარეშე.

მიყევით ამ მარტივ რეკომენდაციებს:

  •  დატოვეთ პარკოსანი პროდუქტი წყალში არა მხოლოდ ერთი ღამით, არამედ 1-3 დღით. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ადვილად აითვისება.
  •  დალბობისთვის გამოიყენეთ თბილი წყალი (40-60 გრადუსი) და დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  • დალბობის პროცესში რამოდენჯერმე გამოცვალეთ წყალი (უფრო მეტი ანტინუტრიენტის შესამცირებლად).
  • გაღვივება მნიშვნელოვნად ამცირებს ანტინუტრიენტების რაოდენობას. ეს პროცესი აუცილებელია ყველასთვის, ვისაც საერთოდ არ შეუძლია პარკოსანის ჭამა.
  • კერძები მოამზადეთ ნელ გაზზე დიდი ხნის განმავლობაში.
  • უფრო მძიმე პარკოსანი პროდუქტების შემთხვევაში (ლობიო, მუხუდო) ჯობს მომზადების შემდეგ ამოაცალოთ ჩენჩო.
    გამოიყენეთ სუნელები. დაამატეთ ქინძი, ძირა, დიდი კამა, კურკუმა მომზადების პროცესში.
  • არ არის რეკომენდირებული პარკოსანი პროდუქტები შეურიოთ რძის პროდუქტებთან, ხორცთან, თევზთან და ხილთან.
    გახადეთ მცენარეული ცილა უფრო სრულფასოვანი. ამისთვის მიირთვით მარცვლეურ კულტურებთან ერთად (ყავისფერი ბრინჯი, კინოა), დაუმატეთ მწვანილი.
  • შეიყვანეთ პარკოსანი რაციონში პატარა ულუფებით და ნელ-ნელა გაზარდეთ.