პირველ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ საკითხი, თუ როგორ იწვევს მესაქონლეობა სათბური აირების გამოფრქვას და რა გავლენას ახდენს გლობალურ დათბობაზე. ახლა განვიხილოთ ასეთი ფაქტები, როგორც ტყეების გადადგურება და წლის არარაციონალური გამოყენება მესაქონლეობაში.

სმითსონის ინსტიტუტის მეცნიერთა აზრით, ყოველ წუთში 7.5 საფეხბურთო მოედნის ფართობი ბულდოზერებით იწმინდება, რათა უფრო მეტი სივრცე მოამზადონ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისთვის და მცენარეებისთვის, რომლებიც საჭიროა მათი კვებისთვის. (1)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწის 80% გამოიყენება ცხოველების მოშენებისთვის და იმ მარცვლეულისთვის, რომელიც საჭიროა მათი კვებისთვის, რაც ქვეყნის 48 შტატის მთლიანი მიწის თითქმის ნახევარია. (2)

ღორიმხოლოდ იმისთვის, რომ ღორი 45 კგ-დან 108 კგ-მდე გაიზარდოს, მას სჭირდება მარცვლეულის 226 კგ, კერძოდ სიმინდი და სოიო. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში მარტო ღორები ათეულ მილიონ ტონა საკვებს მოიხმარენ ყოველწლიურად. (3)

ქათმები, ღორები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და სხვა ცხოველები, რომლებსაც ხორცისთვის ზრდიან, არიან წყლის მთავარი მომხმარებლები ამერიკაში. ერთი ღორი ყოველდღიურად მოიხმარს სასმელი წყლის 21 გალონს (79,49 ლ), ძროხა რძის ფერმაზე – 50 გალონამდე დღიურად (189 ლ). (4, 5)

ხორცის 1 ფუნტის (0,45 კგ) წარმოებისთვის საჭიროა წყლის 2400 გალონი (9084 ლ), და ამ დროს ფქვილის 1 ფუნტის წარმოებისთბის საჭიროა 180 გალანი (681 ლ). (6)

საქონლის ხორცის წარმოებისთვის 20-ჯერ მეტი წყალი საჭიროა, ვიდრე სოიოს წარმოებისთვის.

  1. Smithsonian Institution, “Smithsonian Researchers Show Amazonian Deforestation Accelerating,” Science Daily 15 Jan. 2002.
  2. Marlow Vesterby and Kenneth S. Krupa, “Major Uses of Land in the United States, 1997,” Statistical Bulletin No. 973, U.S. Department of Agriculture, 1997.
  3. John Carlson, “Evaluation of Corn Processing By-Products in Swine Diets,” Western Illinois University, 3 Apr. 1996.
  4. Theo van Kempen, “Whole Farm Water Use,” North Carolina State University Swine Extension, Jul. 2003.
  5. Rick Grant, “Water Quality and Requirements for Dairy Cattle,” NebGuide, Cooperative Extension, Institute of Agriculture and Natural Resources, University of Nebraska-Lincoln, 1996.
  6. Marcia Kreith, “Water Inputs in California Food Production,” Water Education Foundation 27 Sept. 1991.
  7. http://www.ensa-eu.org/sustainabilty/soy-and-the-use-of-scarce-natural-resources/

წყარო: veganwiki.ru