ქოქოსი არის ინდონეზიის, შრი-ლანკის, ტაილანდის და ბრაზილიის მკვიდრი მცხოვრები. მის დასახელებას პორტუგალიური ფესვები აქვს. საქმე იმაშია რომ ვიზუალურად ის ძალიან გავს მაიმუნის დრუნჩს, ამიტომ პორტუგალიურად «coco» ითარგმნება როგორც „მაიმუნი“.
სექციების სია
ქოქოსის შემადგენლობა და სარგებლობა
ქოქოსი გამოირჩევა დიდი სარგებლობით. ის შეიცავს ბ-ჯგუფის ვიტამინებს, მასში შედის ვიტამინები C, E, H, მიკრო და მაკრო ელემენტები – კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი. ლაურინის მჟავა (ძირითადი ნაჯერი მჟავა ქოქოსის ზეთში შეადგენს 39-54%) არეგულირებს ქოლესტერინს სისხლში. ეს მჟავა დედის რძის მთავარი კომპონენტია.
ქოქოსის ზეთს და გულს აქვთ ანტიბაქტერიული, შემახორცებელი თვისებები. დადებითად მოქმედებენ ფარისებრ ჯირკვალზე, ეხმარებიან საჭმლის მონელების სისტემას, სახსრებს, აძლიერებენ იმუნიტეტს.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი ხშირად გამოიყენება კოსმეტოლოგიურ სფეროში. ის კვებავს და ამაგრებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს მათ ბზინვარებას. ატენიანებს კანს და ამცირებს ნაოჭებს.
არარაფინირებული ქოქოსის ზეთი მიიღება ცივი დაწურვის მეთოდით. ის გამოიყურება როგორც ყვითელი ფერის მასა, ქოქოსის ძლიერი გემოთი.
ქოქოსის ზეთის ნაჯერი ცხიმები ადვილად ითვისება ორგანიზმში. მასში შემავალ კაპრილის მჟავას აქვს ფუნდიციდური თვისებები. ის უწყობს ხელს კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას.

ქოქოსის ზეთი
სად შევიძინოთ ქოქოსის ზეთი?
ქოქოსის ზეთი აფთიაქებში, ჰიპერმარკეტებში და ონლაინ-მაღაზიებში იყიდება. გირჩევთ iherb-ზე შეძენა, რადგან თქვენ მიიღებთ მაღალ ხარისხს შედარებით დაბალ ფასად. მაგალითად ფირმა Nutiva Organic Coconut Oil ან Jarrow Formulas. უფრო ვრცლად iherb.com-ზე წაიკითხეთ აქ.
ქოქოსის ზეთი ფასი სხვადასხვა მაღაზიებში განსხვავდება. 200 მლ. ქილა ღირს 10-15 ლარი.
ქოქოსის რძე
ქოქოსის რძე არის უნიკალური პროდუქტი. ის აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, საჭმლის მონელებას და ა.შ. ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ხშირად გამოიყენება კულინარიაში.
ქოქოსის რძე არის იდეალური მათთვის, ვინც ვერ ითვისებს ძროხის რძეს აუტანლობის გამო. თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ქოქოსის რძე სახლის პირობებში.

ქოქოსის რძე
როგორ ავირჩიოთ ქოქოსი?
აუცილებელია იცოდეთ როგორ აირჩიოთ და იყიდოთ კარგი ქოქოსი. ის უნდა იყოს ახალი. რაც უფრო მეტია ქოქოსში სითხე, მით უფრო კარგია. აირჩიეთ ყველაზე მძიმე და შეანჯღრიეთ ყურთან ახლოს, რომ გაიგოთ არის თუ არა საკმარისი სითხე. თუ ქოქოსში ცოტა სითხეა ან საერთოდ არ არის, ესე იგი ის უკვე ძველია.
არასოდეს არ იყიდოთ ქოქოსი რომელსაც აქვს გარე დაზიანებები, დეფექტები. ეს ნიშნავს რომ ის იქნება გაფუჩებული და ბაქტერიებით სავსე.
როგორ გავტეხოთ ქოქოსი?
ქოქოსის გატეხვა ძალიან ადვილია. მიჰყევით ინსტრუქციას:
- ქოქოსს აქვს სამი „თვალი“. ერთ-ერთი მათგანი არის ყველაზე თხელი. აიღეთ დანა ან რამე წვრილი და ბასრი და გააკეთეთ ხვრელი. ამოაბრუნეთ და მოათავსეთ ჭიქაში რომ ქოქოსის წყალი სრულად გამოვიდეს.
- უყურეთ დართულ ვიდეოს რომ ზუსტად ნახოთ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ.