რაფინირებული პროდუქტები – ყველასთვის ნაცნობი პროდუქტები, რომელიც თითქმის ყოველ სახლში ნახავთ: რაფინირებული შაქარი, თეთრი ბრინჯი; რაფინირებული მცენარეული ზეთი და ა.შ. ეს პროდუქტები არა მარტო უსარგებლოა, არამედ საშიში ჯანმრთელობისთვის.
სუპერმარკეტები სავსეა რაფინირებული პროდუქტებით. თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად ყიდულობს მატ, რადგან გონია, რომ თუ უარს იტყვის, არაფერი დარჩება სამელად. მაგრამ ეს არის მხოლო ულუზია, შექმნილი ამ მარკეტების მიერ.
ჩვენი ორგანიზმი არ არის ნაგვის ურნა, ამიტომ მნიშვნელოვანია მივხედოთ იმას, თუ რას ვჭამთ ჩვენ და ჩვენი ბავშვები ყოველდღიურად.
სექციების სია
რა არის რაფინირება?
რაფინირება – არის პროდუქტის ღრმა გაწმენდა, რის შედეგად ის კარგავს მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებს და საკვებ ბოჭკოს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. ასევე ამ პროცესის შედეგად იკარგება ანტიოქსიდანტები.
რომელი პროდუქტებია რაფინირებული?
- რაფინირებული შაქარი;
- რაფინირებული მცენარეული ზეთები;
- მარგარინები, სპრედები;
- თეთრი ხორბლის ფქილი;
- თეთრი ბრინჯი;
- ნებისმიერი მაღაზიის ტკბილეული, შოკოლადი, ქარხნული წვენები;
- ჩიპსები და სხვა მაღაზიის სნეკები.
ვრცლად ყველა ამ პროდუქტზე დავწერ დეტალურ სტატიას. ახლა კი მოკლე ინფორმაცია.
შაქარი
ეს პროდუქტი ბავშვობიდან ნაცნობია ჩვენთვის. ჯერ კიდევ ბებიები გვეუბნებოდნენ, რომ შაქარი საჭიროა ორგანიზმისთვის. კი გვჭირდება, მაგრამ რაფინირებული? ეს არის ცარიელი კალორიები, რომელიც არ შეიცავს არც ერთ სასარბელო ელემენტს. ამას გარდა ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ისეთი ვიტამინების გამოყვანას, როგორც A, C და B და ასეთი ელემენტების როგორც კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, ფოლიუმის მჟავა. ეს იწვევს ქრონიკულ მეტაბოლურ დაავადებებს.
მცენარეული ზეთები
რაფინირება ხელს უწყობს ზეთიდან ნალექის განთავისუფლებას. ამ პროცესში ის კარგავს სუნს და ყველა მნიშვნელოვან ელემენტს. ცალკე საუბარი იმაზეა საჭირო, თუ როგორ ხდება მცენარეული ზეთის (კერძოდ მზესუმზირის) წარმოება.
უმაღლესი ხარისის ფქვილი
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მავნე პროდუქტი. რაფინირების დროს მარცვლეული კარგავს იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს. ის იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას.
თეთრი ბრინჯი
რაფინირების დროს ბრინჯი ასევე კარგავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ეს არის მარტივი ნახშირწყლების წყარო, რომელიც ბევრ დაავადებას იწვევს და წონის მომატებს უწყობს ხელს.
მანანის ბურღული
მახსოვს, რომ ბავშვობაში ძალიან ხშირად მიკეთებდნენ ამ ფაფას, მაგრამ აღმოჩნდა რომ მას არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. მანანის ბურღული არის ყველაზე წმინდად დაღერღილი ხორბალი. ასეთი დაღერღვის პროცესში მარცვალი კარგავს მთელ თავის ძირითად სასარგებლო ნივთიერებეს და რჩება მხოლოდ კალორიები. ამიტომ მანანი, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით, არც ისე სასარგებლოა. ამ პროდუქტის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმიდან D-ვიტამინის გამოყვანას, რაც საერთოდ არ არის კარგი ბავშვებისთვის.
სხვა პროდუქტები
ნებისრიმერი სხვა პროდუქტი, რომელის იყიდება მაღაზიებში (შოკოლადები, ნამცხვრები, პური, გამაგრილებელი სასმელები, წვენები, ალკოჰოლი და ბევრი სხვა) არის რაფინირებული. ამიტომ გირჩევთ დაფიქრდეთ, სანამ აირჩიოთ ისინი როგორც საკვები.
ჯანმრთელობა
ჩვენი ორგანიზმისთვის რაფინირებული პროდუქტები არის ძალიან დიდი სტრესი. მათი გამოყენება იწვევს ტოქსინების წარმოქმნას და ხელს უწყობს ბევრი დაავადებების განვითარებას.
თუ თქვენ ფიქრობთ რომ რაფინირებული პროდუქტების გარეშე ადამიანი დარჩება მშიერი, ძალიან ცდებით. ერთ წელზე მეტია არ ვხმარობ ასეთ პროდუქტებს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბევრი ალტერნატივა არსებობს. ამას გარდა ჩემს თავზე გამოვცადე ჯანმრთელობის გაუმჯობესება სუფთა რაციონზე გადასვლის შემდეგ.
გამოიწერეთ ფეისბუკ გვერდი, რომ არ გამოტოვოთ მომავალი პოსტები რაფინირებული პროდუქტების შესახებ, და მათი ალტერნატივების შესახებ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შვრიის ორცხობილა რაფინირებული პროდუქტების გარეშე.