როგორ-ავირჩიოთ-დარიჩინი

იცით თუ არა რომ ბაზარზე დარიჩნის მაგივრად იყიდება კასია ვიეტნამიდან, ჩინეთიდან და ინდონეზიიდან? ის ძალიან გავს დარიჩინს, მაგრამ სულ სხვა თვისებები აქვს.

კასია გამოირჩევა კუმარინის დიდი შემადგენლობით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ღვიძლს და თირკმლებს. ასევე ცუდად მოქმედებს სისხლის შედედებაზე და ზრდის სისხლძარღვების შეღწევადობას. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, საჭმლის მონელების დარღვევები, თავბრუდახვევა. კუმარინის რაოდენობა კასიაში 1200-ჯერ აჭარბებს ნორმას. ზრდასრული ადამიანისთვის კასიის 6-7 გრამი (ჩაის კოვზის ერთი მეხუთედი)  უკვე ტოქსიკურია.

არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად გაარჩიოთ დარიჩინი კასიისგან.

  • ნამდვილი დარიჩინი უფრო ღია ფერისაა (ღია-ყავისფერი), კასია უფრო მუქია (მუქი ყავისფერი ან მოწითალო)
  • დარიჩინის ჯოხი გამოირჩევა ძალიან თხელი ფენებისგან შედგენილი ქერქით, რომელიც საშუალოდ 1 მმ შეადგენს. კასია ძლივს იკლაკნება და გამოირჩევა უხეში ფაქტურით. მისი სისქე დაახლოებით 3 მმ. განსხვავება ნახეთ სურათზე.
  • დარიჩინის ჯოხები გამოიყურება როგორც ქერქისგან შედგენილი რულონი.

დარიჩინი-კასია

სამწუხაროდ ჩვენს მაღაზიებში ძირითადად კასია იყიდება. თუ გინდათ გასინჯოთ ნამდვილი დარიჩინი უნდა იპოვოთ საიმედო გამყიდველი ან გამოიწეროთ. ჩემი რჩევაა გამოიწეროთ iherb.com-იდან. მაგალითად:

გამოიყენეთ კოდი JSM285 5%-იანი ფასდაკლებისთვის.

დაწერეთ კომენტარებში იცოდით თუ არა დარიჩინის და კასიის შესახებ?  გამოგიყენებიათ ოდესმე ნამდვილი დარიჩინი? გააზიარეთ ეს სტატია, თუ ფიქრობთ რომ არის სასარგებლო.