🌿თუთია – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, რადგან ის დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლასა და ტვინის კვებაზე, იცავს ტვინის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისაგან, აკონტროლებს ცილების სინთეზს, რომელიც პასუხს აგებს ნერვული სისტემის სწორად მუშაობაზე.

ასევე ის:

🔸მონაწილეობს კოლაგენის ფორმირებაში

🔸სპობს კანის სიმშრალესა და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას

🔸ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

მნიშვნელოვანია ჰორმონალური, იმუნური სისტემებისთვის, სისხლისთვის და ძვლებისთვის. დღეში ორგანიზმს სჭირდება: ✅ბავშვებს (ასაკის მიხედვით) – 3-8 მგ, ✅მოზრდილებს – 15 მგ.

იმისათვის რომ თუთია კარგად აითვისოთ საჭიროა შემდეგი პირობების დაცვა:

ალკოჰოლის მინიმუმამდე დაყვანა (მე საერთოდ გირჩევთ თქვათ უარი ალკოჰოლურ სასმელებზე)

ცილის საკმარისი რაოდენობა რაციონში

ფტორის და კალციუმის სათანადო დონე ორგანიზმში.

📷სურათზე შეგიძლიათ ნახოთ თუთიის შემცვლელი მცენარეუი წყაროები.

თუთიის წყაროები

თუთიის ნაკლებობის ნიშნები

▪ხშირი გაციება

▪თეთრი ჰორიზონტალური ხაზები ფრჩხილებზე, მტვრევადი ფრჩხილები

▪ჭრილობების ნელი შეხორცება

▪ქერტლი

▪სუსტი იმუნიტეტი

▪სტრიები

▪დეპრესია

▪თმის ცვენა

▪ადვილი გაღიზიანება

▪არტრიტი, რევმატიზმი

▪შრომის უნარიანობის დაქვეითება.

ნაკლებობის მიზეზები

❌არსებობს თუთიის ნაკლებობის ბევრი გამომწვევი მიზეზი:

▪ შიმშილი, არასრულფასოვანი დიეტები;

▪ძალიან ტკბილი ან ძალიან მარილიანი საკვების ხშირად მიღება

▪ყავის და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება

▪ასაკის მატება

▪სტრესი

▪ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა

▪ონკოლოგიური დაავადებები

▪გელმინტები

▪კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები

▪შაქრის დიაბეტი

▪სერიოზული ტრავმები

▪პროდუქტების მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით ფიტინს შეიცავენ

▪ხანგძლივი დიარეა.