ბევრმა არ იცის, რომ პროდუქტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ფარული ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტი. თუ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
სია
ჟელატინი: არის ძირითად კანის, მყესების, ძვლების – ანუ პროტეინების დუღილის შედეგად მიღებული პროდუქტი. ეს როგორც წესი არის ძროხის ან ღორის ძვლები. გამოიყენება ჟელიბონების, პუდინგების, ზეფირის, ნამცხვრების, ნაყინის და იოგურტების დასამზადებლად. ჟელატინი გამოიყენება შამპუნებში, სახის ნიღბებში და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებში.
ალბუმინი: ეს არის ცილა, რომელსაც შეიცავს კვერცხი, რძე, სისხლი. გამოიყენება ნამცხვრებში, წვნიანებში, პუდინგებში, ფაფებში მასის შესქელებისთბის და ცომის შეკვრისთვის.
კარმინი (საკვები დანამატი Е120) – არის მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტი, რომელიც მიიღება პარაზიტი ხოჭო კოშენილის ექსტრაქტის ქიმიური დამუშავებით. იოგურტი, კანფეტები, სპირტიანი და გაზიანი სასმელები, შეფერილი ტკბილეული, ნაყინი – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კარმინს – წითელი ფერის ბუნებრივ საღებავს იყენებენ.
იცოდით თუ არა ამ ინგრედიენტების შესახებ?