ვეგეტარიანელობა არ არის დიეტა ან ერთი კონკრეტული ტიპის კვება. თუ თქვენ გაინტერესებთ ეს თემა  დიდი ალბათობით შეხვდებით რთულ ცნებებს, რომლებიც ბევრ კითხვას აჩენენ.

ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელობის ძირითადი სახეობები:

კვების ტიპის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ რამოდენიმეზე გავამახვილებთ ყურადღებას.

  • ლაქტო-ვეგეტარიანელობა
  • ოვო-ვეგეტარიანელობა
  • ლაკტო-ოვო ვეგეტარიანელობა
  • პესკეტაირანელობა
  • ვეგანობა
  • raw (უმი) ვეგანობა

ლაკტო-ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელობის ამ სახეობას ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლაქტო ვეგეტარიანელი გამორცხავს რაციონიდან ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს, რძიანი პროდუქტების გარდა. რძიანი პროდუქტები რჩება როგორც ცხოველური ცილის ძირითადი წყარო.

ლაქტო-ვეგეტარიანელობა

ოვო-ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელობის სახეობა, რომელიც გამორიცხავს ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს, კვერცხის გარდა. ოვო-ვეგეტარიანელები დარწმუნებულები არიან ცხოველური ცილის აუცილებლობაში, კერძოდ კი კვერცხის.

ოვო-ვეგეტარიანელი

ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელობის სახეობა, რომელიც არ გამორიცხავს რძიან და კვერცხიან პროდუქტებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არა მკაცრი სახეობა. ეს ყველაზე გავრცელებული სახეობაა დამწყებ ვეგეტარიანელებში.

ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელი

პესკეტარიანელობა

ეს სიტყა არის ნეოლოგიზმი, რომელის წარმოიშვა ორი სიტყვისგან (იტალიური pesce — თევზი ინგლისური — vegetarian). ეს სახეობა გამორიცხავს რაციონიდან ყველა თბილსისხლიანის ხორცს. დაიშვება თევზის და მოლუსკების ჭამა.

პესკეტარიანელობა

ვეგანობა

ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სახეობა. ვეგანობა უფრო ცხოვრების სტილია, ის ცხოვრების ბევრ ნაწილს ეხება. ვეგანები გამორიცხავენ ცხოველური წარმოშობის ყველანაირ პროდუქტს: ხორცი, თევზი, რძე, კვერცხი, ასევე მეფუტკრეობის პროდუქტები. ვეგანები არ ყიდულობენ ბეწვს, ტყავის ნაკეთობებს და ა.შ.

ვეგანობა

Raw (უმი) ვეგანობა

ამ სახეობას ასევე ეძახიან ცოცხალ კვებას. ამ სახეობის მიმდევრები ჭამენ მხოლოდ უმ პროდუქტებს, გამორიცხულია ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტი. დაშვებულია საკვების თერმული დამუშავება 40 გრადუსამდე.

raw-vegan

ვეგეტარიანელობის რომე სახეობა ავირჩიოთ?

ვეგეტარიანელობის ყველა სახეობას აქვს თავისი განსხვავებები. სანამ დააპირებთ რომელიმეზე გადასვლა, კარგად დაფიქრდით „რისთვის?“. არ დააძალოთ თავს გახდეთ ვეგეტარიანელი. ეს გზა არ არის გამართლებული, რადგან აკრძალვა მხოლოდ ცუდს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

როდესაც თქვენ დარწმუნდებით რომ ცხოველები არიან ჩვენი მეგობრები და არა საჭმელი, გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნება. თქვენ უბრალოდ აღარ მოგინდებათ მწვადი, ხინკალი და სხვა კერძები.

არ აქვს მნიშვნელობა რა გზით მოხვალთ ვეგეტარიანელობაში. მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი: ჯანმრთელობა, ეთიკური მიზეზები და სხვ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და ჯანმრთელი. ვეგეტარიანელობა უნდა იყოს სრულიად გაცნობიერებული.

ვეგანობა-ბოსტნეული

ვეგეტარიანული რეცეპტები

როდესაც ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა უნდა ჭამოს, თუ ხორცს გამორიცხავს მას ჰგონია რომ მარტო ბალახი უნდა მიირთვას. მაგრამ სინამდვილეში ვეგეტერიანული კერძების სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ. ვეგეტარიანული რეცეპტები მარტივი, სწრაფი და ძალიან სასარგებლოა. ჩემს ბლოგზე ბევრი რეცეპტი დაიდება, ამიტომ გაგომყევით Facebook-ზე, რომ არ გამოტოვოთ სიახლეები.