ვეგეტარიანელობა – მარტივია. მაგრამ ბევრს ეშინია გადადგას ნაბიჯი და უარი თქვას ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ბევრმა არ იცის რითი დაიწყოს, როგორ იკვებოს. ჩვენ მოვამზადეთ რეკომენდაციების სია ახალბედა ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის ვინც ჯერ კიდევ ფიქრებშია. დავიწყოთ!

სურათი 11. იფიქრეთ იმ მიზეზებზე, რომლების გამო გინდათ ვეგეტარიანელობაზე გადასვლა. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად იცით, თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. მაგ. თქვენ ნახეთ ფილმი მეცხოველეობის სასტიკ ბიზნესზე. თქვენ ზუსტად იცით, რომ არ გინდათ დააფინანსოთ ცოცხალი არსებების ტანჯვა, ამიტომ აღარასოდეს დაუბრუნდებით ხორცის ჭამას.

2. დაიწყეთ წითელი ხორცით, ანუ თანდათანობით შეამცირეთ ხორცი რაციონში. ზოგ ადამიანისთვის ეს ვარიანტი არის საუკეთესო. ზოგი ერთიანად ამბობს ყველაფერზე უარს. სცადეთ ახალი ვეგეტარიანული რეცეპტები და შეამცირეთ ცითელი ხორცის რაოდენობა, რადგან ის ყველაზე მავნეა ჯანმრთელობისთვის.

3. შემდეგ შეამცირეთ სხვა ხორცი. ამოიღეთ რაციონიდან ღორის და ძროხის ხორცი, ნელ-ნელა შეამცირეთ ქათამი და ზღვის პროდუქტები. ამისთვის სულ 2-3 კვირა დაგჭირდებათ. ამის მერე ვერც შეამჩნევთ თუ როგორ შეცვალეს ვეგეტარიანულმა კერძებმა ხორცისგან მომზადებული კერძები. ხორცი აღარც გაგახსენდებათ.

4. დამწყები ვეგეტარიანელები მიირთმევენ კვერცხს და რძის პროდუქტებს. მაგრამ უმჯობესია მინიმუმამდე მიიყვანოთ ეს პროდუქტები, რადგან რძის პროდუქტების და კვერცხის ინდუსტრია ძალიან სასტიკად ექცევა ცხოველებს. ან შეარჩიოთ რძის პროდუქტები, თუ იცით რომ გამყიდველი კარგად ეპყრობა თავის ძროხებს. ამ ეტაპის შემდეგ შეგიძლიათ მთლიანად მცენარეულ კვებაზე გადახვიდეთ.

სურათი 25. ერთ-ერთი მთავარი მითი ვეგეტარიანელობაზე – ცილის ნაკლებობა. მაგრამ თუ თქვენი რაციონი მრავალფეროვანია, ანუ შეიცავს ყველანაირ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილეულს, თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა. ის რომ ერთ კერძში უნდა იყოს ყველა ტიპის პროტეინი (ამინომჟავა) – არის მითი. თუ თქვენ სწორად შეადგენთ რაციონს, ყველაფერი კარგად იქნება.

6. ჩამოწერეთ იმ ინგრედიენტების სია, რომელიც გჭირდებათ ხოლმე საუზმისთვის, სადილისთვის, ვახშმისთვის. მოუძებნეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს მცენარეული ალტერნატივები. მაგალითად, ქათმის მაგივრად სცადეთ მუხუდო, ლობიო და ა.შ.

7. არაჯანსაღი საკვები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ვეგეტარიანელი, მაგრამ ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა გქონდეთ. თავი აარიდეთ არაჯანსაღ პროდუქტებს (რაფინირებულ ზეთებს, შაქარს, ფქვილს, ფასტ-ფუდს და ა.შ.). თქვენი რაციონი უნდა იყოს სავსე ბოსტნეულით, ხილით, მწვანილებით, ბურღულეულით, პარკოსანი კულტურებით, თხილით და სხვ.

8. უთხარით ოჯახის წევრებს და მეგობრებს. როდესაც ვეგეტარიანელი გახდებით, თქვენ უნდა მოუყვეთ ამის შესახებ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს. თქვენ მაინც მოგიწევთ მათთან ერთად სადილი სახლში, რესტორანში, სამსახურში. შეიძლება თავდაპირველად აგრესიას შეხვდეთ მათი მხრიდან, მაგრამ არ მოიწყინოთ და არ გეწყინოთ. ნელ-ნელა მიეჩვევიან და ვეგეტარიანულ კერძებსაც მოამზადებენ სპეციალურად თქვენთვის. იყავით კორექტულები, არ დააძალოთ ვეგეტარიანელობა არავის. მშვიდად გაეცით პასუხები, თუ ვინმე კითხვებით მოგმართავთ.

სურათი 39. წაიკითხეთ წიგნები და ბლოგები ვეგეტარიანელობის შესახებ. თქვენ ბევრ ინფორმაციას გაიგებთ და მიხვდებით, რომ ეს არ არის ძნელი. სამწუხაროდ ამჟამად ქართულ ენაზე ძალიან ცოტაა ინფორმაცია, ამიტომ მოგიწევთ ინგლისურად წაიკითხოთ (კიდევ ერთი მოტივაცია კარგად ისწავლოთ უცხო ენა).

10. მოიძიეთ ვეგეტარიანული რეცეპტები. როდესაც ხორცზე ამბობ აურს, უზარმაზარ მცენარეულ სამყაროს ეცნობი. ვეგეტარიანული რეცეპტები ძალიან მრავალფეროვანია. მოამზადეთ ახალი გემრიელი კერძები და ჩაატარეთ ექსპერიმენტები.

11. მოემზადეთ წინასწარ. თუ რესტორანში ან სტუმრად მიდიხართ, გაიგეთ იქნება თუ არა თქვენთვის ვეგეტარიანული ვარიანტი. თუ არა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი კერძი მოამზადოთ და ყველას გაუზიაროთ. საბედნიეროდ ქართული სამზარეულო მდიდარია ვეგეტარიანული კერძებით.

სურათი 412. აღმოაჩინეთ ვეგეტარიანული კაფე და რესტორანები. თბილისში უკვე გახსნილია რამოდენიმე კაფე, სადაც შეგიძლიათ გემრიელი ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები დააგემოვნოთ.