კინორეჟისორი ვეგანი ჯეიმს კამერონი და პროდიუსერი ჯო ლანდაუ ამბობენ, რომ „ავატარის“ გადამღები ჯგუფი მხოლოდ ვეგანურ კერძბეს მიირთმევს.

2009 წელს გამოშვებულმა ორიგინალურმა ფილმმა კარგი შეფასებები მიიღო, რადგან მოუწოდებდა გარემოს დაცვისკენ და არაადამიანური სახეობების მიმართ ეთიკური დამოკიდებულებისკენ. მომდევნო სიქველები (რომლებსაც ვიხილავთ 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში), უდავოდ გააძლიერებენ ამ მიწოდებებს.

„ავატარის“ გუნდს დიდი სურვილი აქვს რომ ფილმის გადაღების პროცესს ეთიკური იდეა ახლდეს, ამიტომ გადასაღებ მოედანზე მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და კერძები იქნება ხელმისაწვდომი.

ავატარი 2Fandom UK-ის წინაშე გამოსვლის დროს ლანდაუმ თქვა: „ჩვენი გადამღები ჯფუფი უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვეგანური საკვებით. ჩვენ არავის არ ვაძალებთ ჭამოს ის, რაც არ მოსწონს. ჩვენ მცენარეული (ვეგანური) კვების ფილოსოფიის მიმდევრები ვართ, რაც, ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოს დაცვისთვის.“

„ავატარის“ თაყვანისმცემლებს უკვე აინტერესებთ იქნებიან თუ არა ფილმის გმირები ვეგანები. კამერონი დაპირდა, რომ სიქველების სიუჟეტები იმდენად საინტერესოა, რომ მაყურებელს პირდაღებულს დატოვებს.