ჩეხეთის რესპუბლიკაში ამოქმედდა სრული აკრძალვა ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმებზე. კანონის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად მიიღეს 2017 წლის ივნისში, ქვეყანაში დაიხურება რამოდენიმე დარჩენილი ფერმა.
სახელმწიფო ვეტერინარული ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის პეტრე მაიერის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში ფუნქციონირებდა 9 წაულას (“ნორკას”) ფერმა, სადაც 20 000 ცხოველს ინახავდნენ.
ჩეხეთის რესპუბლიკა შეუერთდა ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აკრძალეს ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმები, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, სერბეთი და ხორვატია.
გირჩევთ წაიკითხოთ:
თურქეთში ვეგანური სასტუმრო იხსნება
„ავატარის“ სიქველის გადაღების მოედანზე მხოლოდ ვეგანური საკვები იქნება
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკლავმა ლენა ჰედიმ ცირკის სისასტიკეზე ილაპარაკა
ოცნების ვაკანსია - $66,000 ხელფასი, მოგზაურობა და ვეგანური კერძების დაგემოვნება
ნიუ-ჯერსი - პირველი შტატი, რომელმაც საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აკრძალა!
პერუში 22 ველური ცხოველი გადაარჩინეს, რომლებსაც ტურისტები „სელფისთვის“ იყენებდნენ