სიდნეის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ცხოველებს აქვთ ინდივიდუალური ვოკალური მახასიათებლები და მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ხმოვანი სიგნალები იმ ემოციების შესაბამებად, რომლებსაც განიცდიან.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, ალექსანდრა გრინმა, თქვა:

”ძროხები კომუნიკაბელური, სოციალური ცხოველები არიან. გარკვეულწილად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ინარჩუნებენ ინდივიდუალობას მთელი ცხოვრების განმავლობაში.”

ხუთი თვის განმავლობაში სიდნეის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის ასპირანტი ალექსანდრა გრინი აკვირდებოდა 18 ჰოლშტინური და ფრიზიული ძროხების ნახირს. მან დაადგინა, რომ ძროხები ინდივიდუალურ ხმოვან სიგნალებს სხვადასხვა პოზიტიურ და ნეგატიურ სიტუაციებში გადასცემენ.

ზეს ეხმარება მათ შეინარჩუნონ კონტაქტი ნახირთან და გამოხატონ აღგზნება, ნერვიულობა, ტანჯვა.

კვლევამ დააფიქსირა ძროხების მიერ წარმოებული ბგერების 333 ნიმუში და გაანალიზა მათი გამოყენება აკუსტიკური ანალიზის პროგრამების საშუალებით საფრანგეთისა და იტალიის კოლეგებთან ერთად, შეფასდა “რამდენად აღფრთოვანებულია ან ბედნიერია ცხოველი მოცემულ სიტუაციაში”.

გრინმა თქვა: ”ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ პირუტყვის ვოკალური ინდივიდუალურობა შედარებით სტაბილურია ემოციურად სახვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სიტუაციებში. მათ ყველას განსაკუთრებული ხმა აქვთ. მე შემიძლია არც ვუყურო ნახირს და ისე ვთქვა რომელი ძროხის ხმა მესმის.“

სასოფლო-სამეურნეო პოზიტიურ სიტუაციებში შედიოდა ძროხებში ესტრალური ციკლის დრო და კვების მოლოდინი. ნეგატიური – როდესაც მათ საკვებს არ აძლევდნენ, ნახირისგან ფიზიკური და ვიზუალური იზოლაციის დროს. ”ხმები, რომელსაც იღებდნენ ძროხები, უკავშირდებოდა მათ ემოციებს და იმას, რასაც გრძნობდნენ იმ მომენტებში”, – განმარტა ავტორმა. წინა კვლევამ აჩვენა, რომ დედა ძროხები და მათი ხბოები კომუნიკაციისთვის იყენებენ სპეციალურ ხმებს. მისის გრინის გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ძროხები ინარჩუნებენ ამ ინდივიდუალურ ვოკალურ შესაძლებლობებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და ნახირში.