ეს არის ბედნიერი დასასრული ამაზონის 22 ველური ცხოველისთვის, რომლებიც გასულ კვირას გადაარჩინეს უკანონო ტყვეობიდან პუერტო ალეგრიაში, პერუს პატარა  ქალაქში მდინარე ამაზონზე.

პერუს სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაარჩინეს ცხოველები, მათ შორის 10-მეტრიანი ანაკონდა, სამი ზარმაცა, ლამანტინი, მაჩვზღარბა, მაიმუნი, პატარა ველური კატა (margay), თუთიყუშები და ტუკანები. სამწუხაროდ კიდევ რამოდენიმე ცხოველის პოვნა ვერ მოხერხდა.

PHOTOGRAPH BY KIRSTEN LUCE, NATIONAL GEOGRAPHIC

ამ გადარჩენის ოპერაციის საშუალებით ბოლო მოეღო სასტიკ ველური ბუნების სასიკვდილო კონვეიერს და მომგებიან ბიზნეს ამ  გაღატაკებულ ტერიტორიაზე პუერტო ალეგრიაში.

ყოველდღიურად ისინი იზიდავდნენ ტურისტების დიდ ნაკადს, რომლებიც საწყალ ცხოველებთან უამრავ სურათს იღებდნენ. არასამუშაო საათებში მაცხოვრებლები კეტავდნენ ცხოველებს პატარა გალიებში. როდესაც ცხოველები კვდებოდნენ, ისინი ახალ ცხოველებს იჭერდნენ ჯუნგლებში.

„გასულ კვირას გადარჩენილი 22 ცხოველი, სავარაუდოდ რამოდენიმე კვირის წინ იყო დაჭერილი“ – ამბობს ანჯელა ვფლდონადო, გარემოს დამცველი კოლუმბიური არასამთავრობლო ორგანიზაციიდან Entropika.

PHOTOGRAPH BY KIRSTEN LUCE, NATIONAL GEOGRAPHIC

1,5 წლის წინ National Geographic-მა გამოაქვეყნა ამ ქალაქში ტურიზმის ინდუსტრიის გამოძიების შედეგები, რომლის შედეგადაც გამოაშკარავდნენ ტურ-ოპერატორები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ამ სისასტიკეს. მალდონადოს თქმით სტრესის, ცუდი კვების და ადამიანებთან მუდმივი ურთიერთობის გამო ცხოველები მალე კვდებოდნენ.

პოლიციელებმა და ვეტერინარებმა გადაიყვანეს ცხოველები იკიტოსში, პერუში, სარებილიტაციო ცენტრებში. მათი თქმით ცხოველები უკეთ არიან, მაგრამ მაინც დიდ სტრესს განიცდიან.

ანჯელა მალდონადოს ესმის, რომ არსებობს იმის რისკი, რომ პუერტო ალეგრიის მაცხოვრებლები ახალ ცხოველებს მოიყვანენ. ამიტომ უკვე მუშავდება გეგმა, რომლიც დახმარებით ისინი შეძლებენ ტურისტების მოზიდვას ველური ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე.

წყარო: National Geographic