დიდ ბრიტანეთში ვეგანური კერძების მიტანის კომპანიამ “Vibrant Vegan” გახსნა “გემოვნების დირექტორის” ვაკანსია. კანდიდატს სთავაზობენ 66000 აშშ დოლარს წელიწადში (+ გზის ხარჯების ანაზღაურება) და ანაზღაურებად შვებულებას 28 დღით. მისი ამოცანაა, იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო და დააგემოვნოს ახალი ვეგანური პროდუქტები და კერძები.

„ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ნიჭიერ თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, კომპანიის წარმატება სწორედ ასეთ ადამიანებზეა დამოკდებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ აქამდე არასდროს არ გვქონია ასეთი მაგარი ვაკანსია”, – ამბობს იენ ბერკ-ჰამილტონი, “Vibrant Vegan”-ის დამფუძნებელი.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი წლის გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე (ან სარესტორნო ბიზნესში). კვირაში ექნება 35 სამუშაო საათი.

“მსოფლიოში არსებობს უამრავი ვეგანური პროდუქტი და რეცეპტი, რომელიც არ არის ცნობილი დიდი ბრიტანეთის მომხმარებლებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ახალი თანამშრომელი შეძლებს ახალი გემრიელი რეცეპტების აღმოჩენას ჩვენი ვეგანური მენიუსთვის”, – თქვა ბერკ-ჰამილტონმა. გემოვნების დირექტორი ეწვევა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, ჩილე, მექსიკა და იაპონია, და თითოეულ ქვეყანაში ოთხს თვეს გაატარებს.“

წყარო