2019 წლის 1 იანვარმა გაახარა ცხოველთა უფლებების დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმ ფაქტით, რომ სერბეთში მთლიანად აიკრძალა ფერმები, სადაც ცხოველების მოშენება და დახოცვა ხდებოდა ქურქების წარმოებისთვის.  ეს არის სერბეთის მოქალაქეთა, ექსპერტების და ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტების ათწლიანი ბრძოლის წარმატება.

კანონპროექტი მთავრობამ 2009 წელს მიიღო, თუმცა დაწესდა 10 წლიანი გარდამავალი პერიოდი. ამ წლების განმავლობაში ქურქების მწარმოებლები ცდილობდნენ ამ კანონის გაუქმებას. ამის შედეგად 2018 წლის ივნისში მთავრობაში დაიწყო დებატები კანონის გაუქმების შესახებ.

შინშილამთელი მსოფლიოს ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ სერბეთის მთავრობას, არ დაარღვიონ 2009 წლის მიღებული კანონი. დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის, რომელსაც ბეწვის ინდუსტრიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ, „მსოფლიოს ალიანსმა ბეწვის წინააღმდეგ“ (Fur Free Alliance) და სერბეთის ორგანიზაციამ „თავისულება ცხოველებს“ (Sloboda za Zivotinje – Freedom for Animals) გამოაქვეყნეს სამეცნიერო ფაქტები და დაამტკიცეს ეროვნული აკრძალვის აუცილებლობა.

შინშილა – ერთადერთი ცხოველია, რომლის მოშენება ხდება სერბეთირს ფერმებზე. ბეწვის წარმოების ეტაპობრივი შემცირების ბოლო პერიოდის მონაცემებით – ყოველწლიურად იხოცებოდა 12 000 შინშილა.

ეს აკრძალვა აგრძელებს ევროპაში ბეწვის ფერმების აკრძალვის ტენდენციას, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში 14 ქვეყანაში მიიღეს მსგავსი კანონი.