თურქეთში, კურორტ ანტალიაში ვეგანური სასტუმრო The Vegan Lodge მარტში იხსნება. სასტუმროს 34 ნომერი ექნება, მათ შორის სტანდარტული, საოჯახო და ოთახები ბაღში.

ყველა მასალა, რომელიც სასტუმროში არის გამოყენებული, მათ შორის პარფიუმერია, საწმენდი საშუალებები, ტექსტილი, ვეგანურია (ანუ არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს). ასევე დამონტაჟებულია მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლები და ოთახის გამათბობლები. სასტურმოს აქვს თავისი ხეხილიანი ბაღი.

სასტუმროს რესტორანში დაგხვდებათ შვედური მაგიდა სალათებით, ცხელი კერძებით, დესერტებით. ასევე  სამზარეულოში მზადდება ვეგანური ბურგერები, ფალაფელი და სხვა მრავალფეროვანი მცენარეული კერძები.

სასტუმროში ორი ბასეინია, სატრენაჟორო დარბაზი, იოგა-სტუდიო. იგეგმება კულინარიული მასტერ-კლასები და ჯგუფური ვარჯიშები.

დაისვენებდით ასეთ სასტუმროში?