მოგბეზრდათ კლასიკური შვრიის ფაფა? დროა ახალი რეცეპტები და საინტერესო საუზმეები შექმნათ შვრიისგან. გაახარეთ თქვენი ბავშვები და შესთავაზეთ ახალი კერძები.

ხილის ფაფა

ფოტო 1 ინგრედიენტები (1 დიდი ან 2 საშუალო ზომის ულუფა):

  • ხანგძლივი მომზადების შვრია – 1/3 ჭიქა
  • 1 ვაშლი
  • ნახევარი ბანანი
  • ქიშმიში – 1-2 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი.

შვრია ჩავყაროთ ქვაბში და დავამატოთ წყალი (1:3), დავამატოთ ქიშმიში. დავჭრათ ვაშლი პატარა ნაჭრებად და ასავე დავამატოთ ქვაბში.

გავაკეთოთ ბანანის პიურე ჩანგლის დახმარებით და შევურიოთ დარიჩინი. გადავდოთ თეფშზე. დაველოდოთ სანამ ფაფა მოიხარშება (20-30 წუთი). გადავიღოთ თეფშზე და შევურიოთ ბაბანს. შეგიძლიათ ზემოდან დაამატოთ თხილის პასტა, კედრის კაკალი ან სხვა თესლები. ფაფა მზადაა!

გამომცხვარი შვრია

ფოტო 2ინგრედიენტები:

  • ხანგძლივი მომზადების შვრია – 2 ჭიქა
  • მცენარეული რძე – 2 ჭიქა
  • მწიფე ბანანი – 3 ცალი
  • დარიჩინი – ნახევარი სუფრის კოვზი
  • მწიკვი მარილი
  • ცომის გამაფხვიერებელი – ნახევარი ჩაის კოვზი
  • ჩიას თესლები – 1 სუფრის კოვზი (არ არის აუცილებელი).

გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე.

მოვათავსოთ შვრია, მარილი, დარიჩინი გამაფხვიერებელი ერთ ჯამში და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

მეორე ჯამში გავაკეთოთ პიურე ერთი ბანანისგან. დავუმატოთ შვრიას პიურე და მცენარეული რძე და კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავჭრათ დანარჩენი ბანანი.

ფორმას წავუსვათ ზეთი და 1 დაჭრილი ბანანი გავანაწილოთ. დავასხათ ჩვენი შვრიის მასა და ზემოდან მეორე ბანანი გავანაწილოთ. ზემოდან შეიძლება ქოქოსის შაქარი მოვაყაროთ.

ჩავდგათ ღუმელში 30-40 წუთით. დაველოდოთ 5-10 წუთი, ამოვიღოთ ფორმიდან და გემრიელად მივირთვათ!

შვრიის გალეტები ქიშმიშით

ფოტო 3შეგიძლიათ მოამზადოთ და თან წაიღოთ როდესაც ბავშვებთან ერთად სასეირნოდ გადიხართ. ეს არის მშვენიერი ჯანმრთელი სასუსნავი.

  • ხანგძლივი მომზადების შვრია – 2 ჭიქა (საჭიროა დავაბლენდეროთ, რომ ფქვილი მივიღოთ)
  • 2 ბანანი
  • 2 საშუალო ზომის ვაშლი
  • დარიჩინი
  • ქიშმიში – 2-3 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი (ან სხვა მცენარეული) – 2 სუფრის კოვზი.

ჩავყაროთ შვრიის ფქვილი ჯამში. დავაბლენდეროთ ვაშლი და ბანანი. შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ დარიჩინი, ქიშმიში, ზეთი დაკარგად შევურიოთ. მიღებული მასისგან ხელების დახმარებით გავაკეთოთ პატარა ზომის გალეტები.

გამოვაცხვოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-35 წუთის განმავლობაში. გალეტები მზადაა!

შვრიის რძე და სმუზი

ფოტო 3შვრიის სმუზი კარგი იდეაა საუზმისთვის. ამისთვის ჯერ უნდა შვრიის რძე მოვამზადოთ.

  • შვრია – ნახევარი ჭიქა
  • ფინიკი 2-3 ცალი
  • წყალი – 2-3 ჭიქა (გააჩნია რა კონსისტენცია გინდათ რომ მიიღოთ).

ჩავყაროთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ავთქვიფოთ. გავწუროთ საცერის ან დოლბანდის დახმარებით.

შოკოლადის სმუზი

  • შვრიის რძე
  • კერობი ან კაკაო

ასევე შესაძლებელია ნებისმიერი სუფერფუდის დამატება.

ათქვიფეთ ბლენდერში ინგრედიენტები და სმუზი მზადაა!

კენკრის სმუზი

  • ნებისმიერი ტკბილი კენკრა
  • შვრიის რძე.

ათქვიფეთ ბლენდერში ინგრედიენტები და სმუზი მზადაა!

ვაშლის კრამბლი

ფოტო 4 სწრაფი და გემრიელი რეცეპტი

  • ხანგძლივი მომზადების შვრია – 1 ჭიქა
  • დარიჩინი, ვანილი გემოვნებით
  • ქოქოსის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ფინიკის ან ნეკერჩხლის სიროფი, ან თაფლი – 2 სუფრის კოვზი
  • ვაშლი – 5 ცალი (ან რამდენიც დაეტება თქვენს ფორმაში).

ჯამში დავამატოთ შვრია, დარიჩინი, ვანილი, სიროფი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.

ვაშლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და განვათავსოთ ფორმაში. ზემოდან შვრიის მასა მოვაყაროთ.

შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით, სანამ შვრია ოქროსპერი არ გახდება. დაელოდეთ მომზადებას, გადმოიღეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით!

ეს იყო 5 რეცეპტი შვრიისგან! აუცილებლად მოამზადეთ და გააზიარეთ რეცეპტები!

რეცეპტები და ფოტო: Katerina Dulaeva